შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავარია ოზურგეთში- სამი ადამიანი მძიმედაა დაშავებული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

დღეს დილით, ოზურგეთი- ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შენთხვევა მოხდა. სოფელ ჭანიეთიდან მომავალი კორსას მარკის ავტომობილი, მოულოდნელად გზიდან გადავიდა და დაიმტვრა, ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

როგორც თვითმხილველებმა "გურიის მოამბესთან" განაცხადეს, ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლი, მისი ვაჟი და მეზობელი ქალი.სამივე მათგანი მძიმედაა დაშავებული. მძღოლს მოტეხილობები აქვს, შვილს კბილები დაემტვრა, ხოლო ქალს თვალი აქვს დაზიანებული.დაზარალებულები სოფელი ჭანიეთის მაცხოვრებლები არიან.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამატებით დეტალებს გაგებისთანავე  შემოგთავაზებთ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია