სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორია მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში – ამის შესახებ კვლევის პრეზენტაციას ახალციხეში „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ გამართავს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 დეკემბერი 2018
კვლევა მიზნად ისახავდა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას, უფრო კონკრეტულად, ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის და ჩართულობის მექანიზმების შესწავლას. "სამცხე-ჯავხეთის მედია ცენტრის" ორგანიზებით ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა.კვლევის პრეზენტაცია, ხვალ,12 დეკემბერს, 16:00 საათზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება. აღნიშული კვლევა „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ (SJMC) პროექტის – „ღია და ეფექტური მმართველობისათვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) დაფინანსებით ახორციელებს. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია