როცა მეგობარი ქვეყნის მთავრობის შეცდომებს ვხედავ და როცა საქმე საქართველოს ევროინტეგრაციას ეხება, ჩემს სათქმელს ყოველთვის ვიტყვი, -ასე გამოეხმაურა
გავლენიანი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართველი პოლიტიკოსების დაუმსახურებელ კრიტიკას. საქმე ეხება ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ საქართველოსადმი მხარდამჭერ განცხადებებს, რაც მმართველი გუნდის გაღიზიანების მიზეზი გახდა.
"როდესაც საქართველოს მეგობარი ხარ და ხედავ, რომ ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, ღიად და კრიტიკულად უნდა ისაუბრო. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის შეცდომებს ვხედავთ. ჩვენი კრიტიკის მიზეზიც სწორედ ეს არის. მოვუწოდებთ, რომ შეცდომები არ დაუშვან, არ ჩასვან ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში. მე არ მესმის რას ნიშნავს, ჩემი საქმე არ არის, სწორედაც რომ ჩემი საქმეა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში დავეხმარო,- ამბობს კუბილიუსი.