შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუს-ის უფროსი გახარიას პოსტზე - საქართველოს მთავრობაში ცვლილებები იგეგმება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მაისი 2020

მთავარი არხის ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება. პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია, შესაძლოა, სუს-ს ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს

გრიგოლ ლილუაშვილის ადგილს, ამ ინფორმაციით, დაიკავებს სამთავრობო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომლის თანამდებობაც ლილუაშვილის მოადგილესა და მისივე დეიდაშვილის, გიგა ნიკოლეიშვილს ერგება. 

გახარიასთან დაკავშირებით კი, ქართული ოცნების მიერვე შექმნილი ქართული ოცნების "ოპოზიციის" ლიდერობა განიხილება.

ამ ცვლილებების შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, თავის საავტორო გადაცემაში "მთავარი აქცენტები" არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია