კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 დეკემბერი 2018

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 27 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მას მეუღლის ცემას ედავება. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
“ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობს. მას ბრალად ედება ცოლის ცემა. გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ შსს-ში.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

მოამზადა: ნიკოლოზ ესიტაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია