გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

25 მილიონი ლარიდან 90%-ზე მეტი იხარჯება განათლებაზე- ანდრია ჯაღმაიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მაისი 2020

საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა, ეს ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

„არც ერთი მანქანა არ არის ნაყიდი ამ ფულით. არც ერთი კაპიკი არაა დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე. ფინანსთა სამინისტროს მიმართონ და ნებისმიერ მოქალაქეს მიაწოდებენ ინფორმაციას საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ. ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ“, -აცხადებს ჯაღმაიძე და დასძენს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი ლარი საპატრიარქოს ანგარიშზე არ ირიცხება.

„ ეს თანხა, არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე. დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში. სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ჩატარდა კვლევა და დადგინდა, რომ ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარი, 90%-ზე მეტი იხარჯება საგანმანათლებლო სფეროში. გვაქვს ძალიან კარგი სკოლები, როგორც აკადემიური მოსწრებით, ისე მორალურ-ზნეობრივი დონით. ჩვენ სკოლებში არასდროს ხდება ბულინგი. სკოლებში არ მომხდარა არც ერთი კრიმინალური ინციდენტი. და აკადემიური დონე არის მაღალი“, -აღნიშნა ჯაღმაიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია