შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი მეორე ნაწილი

წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მაისი 2020

დიფუზური, ტოქსიკური ჩიყვი. ბაზედოვ-გრეივსის დაავადება

მეორე ნაწილი

როგორც ვთქვი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები,დღეს კატასტროფული რიცხვითაა. მსოფლიო , ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, ყოველ მეხუთე ადამიანს საქართველოში, ჩიყვი ან ჩიყვთან ასოცირებული, დაავადება აქვს. გავიხილავ, მხოლოდ, ჩვენში სტატისტიკურად, ძალიან გავრცელებულებს. მათ შორისაა, დიფუზური, ტოქსიკური ჩიყვი. გრეივსის დაავადებას, ზოგჯერ, ცალკე აღწერენ. ზოგჯერ კი, ტირე და დიფუზური ჩიყვი. ასევე ბაზედოვიც. ხან ერთად, სამი სათაური. რეალობა კი ასეთია. გრეივსის დაავადება შეიცავს, შემდეგ ელემენტებს--------------------------თირეოტოქსიკოზი. დიფუზური ჩიყვი. თვალის დაზიანება და კანის დაზიანება. თქვენი დაავადება, რომ დაიცვათ და და უფრო სწორად მართოდ, ენდოკრინოლოგის პატრონაჟით, ამ დეტალებს ყურადღება მიაქციეთ. რადგან, ყველგან სხვადასხვანაირადაა ახსნილი. მე კი მოგახსენებთ, ჯანდაცვის ევროსტანდარტის ახალ ფარგლებში. რომელიც, მიღებულია- ევროპასა და ამერიკაში. დეფინიცია, რომელსაც წარმოგიდგენთ , არის სწორი და ბოლო ეტაპის მედიცინაში დანერგილი. შეიძლება იყოს, გრეივსის დაავადება, მაგრამ, სულ არ ახლდეს------ დიფიზური, ტოქსიკურლ ჩიყვი. უხშირეს შემთხვევებში კი, დიფუზური , ტოქსიკური ჩიყვი, გრეივსის, მთავარი ნაწილია. არც თირეოტოქსიკოზია, ყველა შემთხვევაში-----გრეივსის დაავადების დროს. ამიტომ, არის ქაოსი და ბევრი უკმაყოფილო ადამიანი, ჩიყვის მკურნალობის შედეგად. მაგრამ, თუ თქვენ, კარგ ენდოკრინოლოგს მოძებნით, ეს დაბნეულობა და უარყოფითი შედეგები, არ გექნებათ. ეს, ბევრ ექიმსაც აბნევს, თუ ამ განხრაში, არ მუშაობენ. თანაც, თუ უკარგესი ენდოკრინოლოგი არ არის. საბედნიეროდ, საუკეთესო ენდოკრინოლოგებიც ყავს ქვეყანას. ანუ თუ დაბალი რანგის სპეციალისტთან, მკურნალობს ადამიანი და მას, აქვს გრეივსი. როცა კანი დაზიანდება, ის გაუშვებს კანის ექიმთან. მას კი, უნდა თავად ეკონტროლებინა, ეს პროცესიც. რადგან, მისი მექანიზმები ენდოკრინოლოგიურია. ენდოკრინოლოგიური ჩარევის გარეშე, ეს პაციენტი, მარტო კანის ექიმის მალამოებით, ვერ მორჩება .ალბათ, ათიათასობით მალამოებია, აფთიაქში ნაყიდი. სრულიად უმიზნოთ. გამონაყრის გაქრობა, მორჩენას არ ნიშნავს. მითუმეტეს, თუ მას ჩაასახლებთ და მიაძინებთ ორგანიზმში. საერთოდაც, მარტო ჩიყვზე არ ვამბობ. როცა გამონაყარზე, პირდაპირ ხდება შეტევა , მალამოებით და ალერგიის წამლებით , ძალიან ხშირად, ეს არასწორია. რადგან, კანის გამონაყარი, ძალიან ბევრ შემთხვევაში, არის მეორადი. ყველაფერი , კლასიკური ალერგია არ არის. კიდევ განვმარტავ---------------------------------ანუ როცა, დიფუზური, ტოქსიკური ჩიყვია, პლიუს დამატებული, დერმო და ოფთალმოპათია, ანუ კანის და თვალის დაავადება-------------------------- ეს უკვე------გრეივსია. გავიხილავ თირეოტოქსიკოზს, გრეივსის დროს. ზოგადად, გაგაცნობთ, რა არის----------თირეოტოქსიკოზი. სამწუხაროდ, ზოგს თირეოტოქსიკოზი, ფარისებრი ჯირკვლის, ცალკე დაავადება ჰგონია. მარტივად რომ ვთქვა, თირეოტოქსიკოზი არის, ენდოკრინული მექანიზმების გავლენით, ადამიანის ორგანიზმის, ყველა სისტემის, ქრონიკული ინტოქსიკაცია. ანუ ქრონიკულად იწამლება ამ დროს, ყველა ორგანო. ახლა განვიხილავ, გრეივსის დროს-- თირეოტოქსიკოზს. ანუ გრეივსის დროს, რა ხდება , სხვადასხვა სისტემაში. გრეივსის დროს, თირეოტოქსიკოზის მცნების ქვეშ, როგორ ნადგურდება, ყველა სისტემა. გულსისხლძარღვთა-------------------------------გულის ფრიალი. პერიოდული, გულის აჩქარება. ტაქიკარდია, როგორც დატვირთვისას, ისე მოსვენების დროს. წნევა. ხან არითმია. უჰაერობა--------- ჟანგბადის ნაკლებობა. სასუნთქ სისტემას, ცალკე განვიხილავ. მეორე ეტაპზე, უმრავლეს შემთხვევებში----- მოციმციმე არითმიაა. ასე მომრავლებული არითმიების, მიზეზი, 90 პროცენტში, ლატენტური, ჩუმად მიმდინარე ჩიყვია .ადამიანების დიდი უმრავლესობა, ინგრევიან ჩიყვისგან. მაგრამ, დიაგნოზი არა აქვთ ხელში. ვერ ხდება , ჩიყვის ვარიაციების გამოცნობა. ბევრი, მხოლოდ, კლასიკურ ფორმებს ეძებს. ყოველ მეოთხე ადამიანს, გულის პარკუჭების ჰიპერტროფია და წნევა , რომ აქვს, იქ უმრავლეს შემთხვევაში, ფარული ჩიყვია. თუ გამოვლინებულად მომქმედი არაა. ძალიან დაბალი დონეა, მედიცინის მუშაკის სტრატეგიაში, თუ ის არითმიით დაავადებულ ადამიანს, ანტიარითმიულ წამლებს დაუნიშნავს. ჩიყვის ყველა ფორმაზე, კვლევის გარეშე. მარტო ტსჰის კვლევაზე დამოკიდებულება, არ ნიშნავს ჩიყვის გამორიცხვას. ექიმმა, ფაქტობრივად ჩიყვი, თავიდანვე, გამოკვლევებამდე, კარგი გასინჯვით და ანამნეზით უნდა გამოიცნოს. დღეს ასე გავრცელებული-------- არითმიები, წნევა, ყველაზე მეტ შემთხვევაში, ჩიყვის მიზეზითაა. ვერ ნახავთ, ფიზიკურად კარდიოგრამას, ზრდასრულ ადამიანში, რომელიმე პარკუჭის ჰიპერტროფია, რომ არ ჰქონდეს. თუმცა, კარდიოგრამის სრულფასოვანი წაკითხვით, კარგი ექიმი, ჩიყვის სიგნალს, მისგანაც მიიღებს. დღეს რომ , ასე წვიმასავით სჭირდებად ადამიანებს, გულზე ოპერაციები. უხშირეს შემთხვევებში, ეს ჩიყვის ფონის ბრალია. მათ 80 პროცენტს ან ჩიყვი ან ჩიყვთან ასოცირებული, დაავადება აქვთ. ლატენტური ან გამოვლინებული ჩიყვი, რომ დაფიქსირებულიყო, დროულად ყველა, ძალიან ბევრი ადამიანი, გულის ოპერაციას აიცდენდა. ჩიყვის ფონის დროს, არსებული თირეოტოქსიკოზის გამო, ადამიანების არითმია, წინაგულების ფიბრილაციამდე მიდის. გულის სარქვლები და არტერიები ზიანდება. გული საოპერაციო ხდება. ერთხელ , მაინც არ დაგბადებიათ კითხვა-----------ამდენი გულის ოპერაცია, როდის იყო. ეს ყველაფერი ჰორმონალური და ენდოკრინული, პრობლემების გამოა. კერძოდ, ლატენტური ან ღია ჩიყვის გამო. ეს თემა რთულია. მაგრამ , თანამედროვე ადამიანი გაიგებს. თუმცა, ასე დამარცვლით, ბევრი არ აგიხსნით. აუცილებლად, უნდა გაიგოთ, ეს თემა. რადგან, ეს საკითხი, საუკუნის პრობლემაა. დღეს, დაავადებათა უდიდესი რიცხვის მიზეზი----ჩიყვია. რა სახის და რომელი ორგანოს, დაავადებაც არ უნდა იყოს ის. სტატისტიკით, ჩვენთან, ყოველ მეხუთეს ჩიყვი აქვს. ყოველ მესამეს, ბავშვების ჩათვლით, ან იოდის ცვლის მოშლა ან ჩიყვთან ასოცირებული დაავადება. ყველა დაავადება, ინფარქტივით, ღიად არ ყვირის. თუმცა, დღეს ხალხი ბევრ ჩივილს, იგნორირებას უკეთებს. მით უმეტეს, ახლანდელი დედების თაობიდან, ძალიან ბევრი. რომლებიც, ბავშვების ჩივილებს ,სათანადოდ , არ აქცევენ ყურადღებას. თირეოტოქსიკოზის, პირველი გამოვლინება, გულის მხრივ, უკვე მოგახსენეთ. მისი მეორე გამოვლინებაა------------ კანი. თირეოტოქსიკოზის, კანის გამოვლინებას მიეკუთვნება, კანზე პიგმენტაცია და გამონაყარი.ზოგს ყავისფერი ლაქა რომ უჩნდება და სიბერეს აბრალიან, ის უპირველესად, იოდის ცვლის მოშლაა. სამწუხაროდ, როგორც ვთქვი, ჩვენში, ძალიან ხშირ შემთხვევაში , ყველაფერს ალერგიას მიაწერენ. როცა ამ დროს, აშკარად გამოხატული ---------------- თირეოტოქსიკოზის გამონაყარი ან სხვა პიგმენტაციაა. როგორია კანი? ის არის თბილი. თხელი. ოფლიანი. ფრჩხილები რბილია. ხშირია თმის ცვენა. ან ზოგადი ან ბუდობრივ ცვენამდე----------ალოპეციამდე. ძალიან ხშირია ბავშვებში, ვიტილიგოს გამოვლინება, ფარული ჩიყვისა და მისი თანმხლები----------- თირეოტოქსიკოზის ფონზე. ვიტილიგოს კვლევისას, ყოველთვის ჩიყვი აღმოვაჩინე. გარდა ერთეული შემთხვევებისა. როცა ვიტამინების ნაკლებობა იყო. ვიტილოგის ფონი, 98 პროცენტში------------თირეოტოქსიკოზია. ან ღია ან ლატენტური, ჩიყვის გამო. საერთოდ, თირეოტოქსიკოზი, ფარისებრი ჯირკვლების, თითქმის, ყველა დაავადებას, აქვს როგორც ერთი სინდრომი . ამიტომ, ვინმემ ამტკიცოს --------თირეოტოქსიკოზი დაავადებააო, ძალიან უხერხულია. რადგან , ის არის ,ერთი მთავარი სინდრომი. რომელიც შეიცავს , სხვადასხვა ტოქსიკურ სიმპტომებს. ვაგრძელებ თირეოტოქსიკოზს. კლინიკური ნიშნებიდან, უკვე განვიხილე, გულსისხლძარღვთა სისტემა და კანი. შემდეგია, ცხიმოვანი ცვლის მოშლა-------------------------------საერთო და მაღალი სიმკვრივის- ქოლესტერინის პრობლემები. ადვილად გასუქება. მეტაბოლიზმის მოშლა. დიდი მუცლის სინდრომი. ძნელად გახდომა. თირეოტოქსიკოზის გამოვლინება, საჭმლის მომნელებელ სისტემაში----------------------------------ნაწლავთა პერიოდული აშლილობა. ზოგ ადამიანს, ყაბზობით გამოეხატებათ. მათ შორის ბავშვებს. ზოგი ძალიან სუქდება. მაგრამ არის შემთხვევები, ზოგი ძალიან იკლებს. თირეოტოქსიკოზის გამოვლინება, ძვალ-----სახსართა სისტემაში-------------------------- კალციუმის და დე ვიტამინის შეწოვა დაქვეითებულია. კვებითაც და წამლთაც , ორგანიზმში შესული კალციუმი, ვერ კავდება და შარდით გამოიყოფა. შარდის ანალიზში რომ ,სულ მარილები გელექებათ, აქედანაც უნდა მივიდეთ, იმ დასკვნამდე, რომ ორგანიზმში, რაღაც მავნე ფაქტორებია. ყველაზე ხშირად კი-- თირეოტოქსიკოზი.დე ვიტამინისგან და კალციუმისგან, გამოფიტული ძვალი სუსტდება. ხშირია მოტეხილობები, ყველა ასაკში. ამის გამო, ადრეულ ასაკში იწყება ოსტეოპოროზი. მხრებში მოხრილი ადამიანები, ყველაზე ხშირად, ჩიყვის მექანიზმით მიდიან---- ოსტეოპოროზამდე. ოსტეოპოროზი , რომელიც ათასობით ადამიანს აქვს და იტანჯებიან წელის ან ხერხემლის სხვა მიდამოს ტკივილით, ყველაზე მეტ შემთხვევაშიე ყალიბდება, ლატენტურად მიმდინარე ჩიყვისგან. ვიტამინის და კალციუმის უკმარისობა, გამოკვეთილად ანგრევს ყველა ორგანოს. იშლება სისხლძარღვები. ადვილია, ინფარქტის და ინსულტის დამართება. მომდევნო თავი გაგრძელდება, კიდევ თირეოტოქსიკოზზე საუბრით. სხვა ორგანოთა სისტემებში. გაიგებთ, რა დიდი პრობლემები უჩნდება ორგანიზმს, ამ სინდრომის არსებობის გამო. მითუმეტეს, თუ ის გამოუვლინებელია და ფარულად მიმდინარეობს. გაიგებთ, როგორ უსპობს ეს სინდრომი, კაცებს სექსუალურ ფუნქციას. გაგრძელება იქნება.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია