გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

google-მა საწყის გვერდზე მთავარ ბანერზე საქართველოს დროშა განათავსა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 მაისი 2020

google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საწყის გვერდზე მთავარ ბანერზე საქართველოს დროშა განათავსა. ფოტოდან კი მომხმარებელს პირდაპირ შეუძლია გადავიდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ საძიებო გვერდზე და ყველა ის ინფორმაცია ნახოს, რაც 26 მაისის შესახებ ინტერნეტში არის განთავსებული.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი და რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია