"პირველი რესპუბლიკის ბრძოლის სიმბოლო იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი და რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის გამოცხადების სიმბოლო იყო ზვიად გამსახურდია,"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
სააკაშვილმა თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მესამე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის და ბრძოლის სიმბოლოების, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ზვიად გამსახურდიას ცხედრების მშბლიურ მიწაზე გადმოსვენება სწორედ მისი მმართველობის დროს მოხდა.
"ჩვენ ორივე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც იყო ბრძოლის სიმბოლო და ზვიად გამსახურდია, ჩემი პრეზიდენტობის დროს გადმოვასვენეთ საქართველოში, მივაბარეთ ქართული მიწას,"- განაცხადა სააკაშილმა.