გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა განახლდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება - ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

გარდა ამისა, გიორგი გახარიას თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს, თუმცა მომდევნო ორ კვირაში შეზღუდვები მოეხსნება მაღაზიებს, ბაზრობებსა და რესტორნებს. 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ვირუსისგან თავის დასაცავად სავალდებულო წესად, საჯარო სივრცეებში, პირბადის ტარება რჩება.

8 ივნისიდან - გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ასევე სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ .ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ნებართვა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც, - განაცხადა პრემიერმა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია