შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

9 პროდუქტი, რომელთა ფასების შენარჩუნების დაპირებაც მთავრობამ გასცა, სამჯერაა გაძვირებული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020

ფასების შენარჩუნება ძირითადი მოხმარების 9 პროდუქტზე - ოცნების პიარზე გათვლილილი კიდევ ერთი პროექტი, რომელიც პრემიერ მინისტრმა დღეს საჯაროდ უარყო.

ბრინჯი, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - ცხრა სასურსათო პროდუქტი, რომელთა ფასის საწყის დონეზე შენარჩუნების დაპირებაც მთავრობამ სამი თვის წინ გასცა, დღეისთვის დაახლოებით სამჯერაა გაძვირებული.

ამ პროექტის სუბსიდირებისთვის ხელისუფლებამ, თავის დროს, 10 მილიონი ლარი გამოყო. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს თანხები, ხალხის დახმარების ნაცვლად, მთავრობის კორუფციულ გარიგებებს მოხმარდა.  

ქვეყნის პრემიერ მინისტრი ამტკიცებს, რომ  მთავრობას 9 პროდუქტის ფასის შენარჩუნების პირობა არ გაუცია. იგი აღიარებს, რომ გლობალურ ბაზარზე პროდუქტების გაძვირების შემთხვევაში, ისეთი მცირე ეკონომიკის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ფასების შენარჩუნებას ვერ შეძლებდა. 

გახარიას საკანონმდებლო ორგანოში დღეს არც გახსენებია, რომ რამდენიმე თვის წინ სამთავრობო ტრიბუნიდან გვარწმუნებდნენ, რომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფოდა, ამ თანხით სურსათის ფასების სუბსიდირება უნდა მომხდარიყო და მოსახლეობას პირველადი პროდუქტი არ გაუძვირდებოდა. 

ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევა შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს, შევაჯერეთ ეს ბიზნესთან, - ამბობდა მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ფასების დაბალანსებისთვის, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა უინტერესო აღმოჩნდა იმპორტიორებისთვის. კომპანიების დიდმა ნაწილმა პროგრამაში ჩართვაზე უარი თქვა. მოტივი კი იმ წარმოუდგენელი ფასების დადგენა იყო, რომელსაც მათ ხელისუფლება სთხოვდა. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მთავრობამ არასწორი ნაბიჯები გადადგა. 

შეუძლებელი იყო მათ ფასებში განეხორციელებინათ რეალიზაცია, გამომდინარე აქედან, კომპანიები, რომლებიც ასოციაციიდან იყვნენ ჩართული, მოიკითხეს და აღარ გამოთქვეს ამის სურვილი, - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია.

ანალიტიკოსები ხელისუფლების მცდარ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა მთავრობის მორიგი ჩავარდნა მათთვის ახალი არ არის.

არ არის გასაკვირი, რომ ფასები გაიზარდა, იმიტომ რომ ლარიც დასუსტებულია, ბუნებრივია, რომ ინფლაციაც მოჰყვება. ეს კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებაა სინამდვილეში, - აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული გიგა ბედინეიშვილი

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, თუმცა ანალიტიკოსები ეკონომიკური კრიზისის მოლოდინში არიან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია