სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2020
‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 28.05.2020 ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის განმარტებით, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, პირველ რიგში, 20 ჰექტარს საფარის მონასტერთან დაირეგისტრირებენ. მისი თქმით, ტყის მოსავლელად საპატრიარქო სასულიერო პირებს გადაამზადებს. „კარგია რომ ამ კანონით საპატრიარქოს აქვს უფლება ტყე საკუთრებაში იქონიოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად მონასტრები, რომლებიც ტყეში არიან განლაგებული, ისედაც ტყეს იცავენ. პირველ რიგში იქნება საფარის ტყე, იმიტომ რომ ეს ტყე ისედაც მიჩენის წესით გვაქვს გადმოცემული და უკვე რამდენიმე წელიწდია ამ ტყეზე ჩვენ ვზრუნავთ. 1989 წლიდან საფარაში ვარ და რაც მე მახსოვს სულ დავდივართ იმისთვის, რომ ტყე დავალაგოთ და დავასუფთაოთ და არ მივცეთ საშუალება უკანონო ჭრებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.მეუფის განცხადებით, ეპარქიაში ეკლესია–მონასტრების უმეტესობა ტყეშია, თუმცა მხოლოდ იმდენ ჰექტარს დაირეგისტრირებენ, რამდენის მოვლასაც შეძლებენ.„რა თქმა უნდა ამას სერიოზული დაცვა სჭირდება, მარტო დასუფთავება არაა, ტყეს ცოდნა სჭირდება და საპატრიარქომ განაცხადა რომ სპეციალური კოლეჯი გაკეთდება, სადაც სატყეო საქმიანობას შეისწავლიან და ჩვენ გავაგზავნით ადამიანებს, ბერებს ან მორჩილებს ან მომსახურე ადამიანებს, რომლებიც კარგად შეისწავლიან ამ საქმიანობას, რათა პროფესიონლურად მოუარონ იმ ტყეს რომელიც გადმოგვეცემა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.ტყის ახალი კოდექსის თანახმად, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება აქვს მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირეგისტრიროს.ასევე ამ თემაზე:‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია