შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მერაბიშვილი რომ შს მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში’ – ეპისკოპოსი იაკობი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2020
‘მერაბიშვილი რომ შს მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში’ – ეპისკოპოსი იაკობი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 28.05.2020 ბოდბელი ეპიკსოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, შევარდნაძის დროს ხე-ტყეს „მხედრიონი“ და პოლიცია კურირებდნენ, სააკაშვილის დროს კი, ვანო მერაბიშვილი. სასულიერო პირი კითხულობს რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს ტყე, მაშინ როცა საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ისევ სახელმწიფოს და ხალხს დაუბრუნონ. „მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში, მანახეთ, თუ არის დარჩენილი ის პირველადი ტყეები. დაბადებული არ ვარ იქ, თორემ ვიზრდებოდი. ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგი ლობირებდა მაგას. ყველაფერი გინდა მალაპარაკოთ?!ძველად, შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი... პასუხი ვიზეც გაქვთ მოსათხოვი, იმათ მოთხოვეთ, ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიჰყიდა თავისით?“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე იაკობმა.მისი თქმით, ეკლესია მზადაა, როცა ტყე სახელმწიფოს და ხალხს დასჭირდება, უკან დაუბრუნოს.ტყის ახალი კოდექსის თანახმად, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება აქვს მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირეგისტრიროს. ამ საკითხმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია,ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, შესაძლოა 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.დღეს, 29 მაისს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განაცხადა, რომ ტყის ახალი კოდექსის დამტკიცების შემდეგ, პირველ რიგში, 20 ჰექტარ ტყეს საფარის მონასტერთან დაირეგისტრირებენ. სასულიერო პირის განცხადებით, ეპარქიაში ეკლესია–მონასტრების უმეტესობა ტყეშია, თუმცა მხოლოდ იმდენ ჰექტარს დაირეგისტრირებენ, რამდენის მოვლასაც შეძლებენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია