სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აშშ-ის საელჩო ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიაზე განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2020
საქართველოში აშშ-ის საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის” პროცესთან და რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა.

საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ.

„იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ „ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ.

არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა”, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც მოსკოვი საქართველოში ლუგარის ცენტრში რუსი სპეციალისტების ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლებას და ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს, რუსეთის განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე.- ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში, საქართველოს საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ, რომ მზად არიან მოიწვიონ რუსი ექსპერტები ლაბორატორიაში.


შშ საქართველოს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებ


მერიკის მთავრობა საქართველოს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას იწყებს

ქართულ საიტებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა






დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია