გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მდინარე ნატანებზე სოფელ მერიაში შ.პ.ს."აქ-ვა"ს კარიერული წარმოება შეუჩერდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ბუნებისდამცველებმა ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, მთელი დღის დაუღალი შრომიასა, მათზე დაკვირვების და ბრძოლის შემდეგ, ადგილზე აჭარა-გურიის ინსპექტირების სამსახურის ჩარევიით შ.პ.ს "აქ-ვა"- ს კარიერული წარმოება შეუჩერდა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ბუნებისდამცველმა, ირმა გორდელაძემ აცნობა.

მისივე განცხადებით, ქვა-ღორღის უკანონო მოპოვების ფაქტი სოფ.მერიაში, არასამტავრობო ორგანიზაცია "ეკო"- მ, რომლის ლიდერიც თავად გორდელაძეა,  დღეს გამოავლინა:

"ახლა მივიღეთ ინფორმაცია აჭარა-გურიის ინსპექტირების ღონისძიების შესახებ მდინარე ნატანებზე,სოფელ მერიაში,შ.პ.ს."აქ-ვა"ს კარიერული წარმოების შეჩერების შესახებ.როგორც ოზურგეთის სწრაფი რეაგირების სამსახურის ხელმძღვანელმა ბატ.ჯინჭარაძემ გვითხრა,დოკუმენტაციის წარმოდგენამდე წარმოება შეჩერდა.
ჩვენ,გარემოს დამცველებმა ერთი კვირის წინ მოვითხოვეთ დოკუმენტაცია წარმოების შესახებ და დღესაც ინსპექტირებას მოვთხოვეთ შეწყვეტილიყო წარმოება მანამ,სანამ არ შემოწმდება წარმოების კანონიერება."ეკო"მონიტორინგს უწევს გარემოს დაცვის ინსპექტირების სამსახურსაც.ნებისმიერი გადაცდომა,უკანონობა იქნება აღნიშნული და მიეცემა შესაბამისი რეაგირება."

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია