ლანჩხუთელი ჟურნალისტი, 24 წლის ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა.
“გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს“ _ დაწერა სოციალურ ქსელშ ჟურნალ „სარკეს“ მთავარმა რედაქტორმა, მედეა სანაიამ.
"სამწუხაროდ,კიდევ ერთხელ გვიწევს დიდი გულისტკივილის გამოხატვა კეთილი, მოსიყვარულე, მუდამ თბილი ღიმილის მატარებელი ირმა ჭკუასელის გარდაცვალების გამო. ირმაკო,ასე მივმართავდით ნაცნობები და მეგობრები. მიზანდასახული გოგო გახლდათ. მთელი შემართებით იბრძოდა უკეთესი მომავლისათვის. მიაღწია კიდეც გარკვეულ წარმატებებს, თუმცა ჯამრთელობის გაუარესებამ მას არ მისცა საშუალება ბოლომდე აეხდინა სანუკვარი ოცნებები. ირმას ყოველთვის გვერდით ედგა მისი საყვარელი დედა და ჩვენი კოლეგა, ნათია ჩხარტიშვილი.
არც კი ვიცით, როგორ განუგეშოთ, ნათია, ჩვენო ტკივილიანო და უთქმელო ქალბატონო! გამძლეობას გისურვებთ ამ ძნელბედობის ჟამს! საყვარელი ირმაკო იმქვეყნიურ საქართველოში გადაინაცვლებს. მისი სახელი ნათებად შემორჩება ყველა ახლობელს. მეოცნებე და ,,სიცილის დედოფალი' - ასეთი დაგვამახსოვრდება ეს პატარა, მაგრამ მებრძოლი გოგო“ _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდი აქვეყნებს.
"გურიის მოამბე" სამძიმარს უცხადებს ირმა ჭკუასელის ოჯახს.