შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოქალაქე, რომელსაც კახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისშია გადაყვანილი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მაისი 2020

მოქალაქე, რომელსაც კახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა,  ინფექციური პათოლოგიის ცენტრშია გადაყვანილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი ხვალ, 11 : 00 საათზეა ჩანიშნული.

მისი თქმით, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს, ე.წ. “ტრაილერის” მძღოლს, ახალი რეგულაციის შესაბამისად, გუშინ 3 სხვა მძღოლთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპიტეტის საზჯანდაცვის ცენტრის მიერ აუღეს ნიმუშები კოვიდზე პსრ ტესტირებისათვის.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ტესტის პასუხი პოზიტიურია.

,, მოქალაქე გადაყვანილია ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ყველა მოძიებულ კონტაქტს აეღო ნიმუში და გაიგზავნა ტესტირებისათვის”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია