შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ეყოფოდათ- თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მაისი 2020

"ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ეყოფოდათ"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

"მთელი ამ კოვიდ პანდემიის პერიოდში, ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ. სამწუხაროდ ასეა. მათ აირჩიეს არასწორი ტაქტიკა, საპენსიო ფონდს შეუტიეს, კოვიდის ფონდს, ეკლესიას, იმ საქველმოქმედო დონაციებს, რომელიც გააკეთეს ადამიანებმა ამ ფონდში, დეპუტატებმა გააკეთეს გადარიცხვები, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გადარიცხეს 100 მილიონი... და იმაზე კი არ იმსჯელეს, ეს ფონდი რაში შეიძლება დაიხარჯოს, ტაქტიკად აირჩიეს, ასეთი ფონდი არ არსებობს და ასეთი ჩარიცხვები არ ყოფილაო, როდესაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო გადამოწმება და ბევრს ნანახიც აქვს ეს ჩარიცხვები. როდესაც ასეთ ტაქტიკას ირჩევ, რა თქმა უნდა, ეს მერე რეიტინგებზეც აისახება."

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია