შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამ ახალციხელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2020
სამ ახალციხელს კორონავირუსი დაუდასტურდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 29.05.2020 ახალციხეში, რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დაბრუნებულ დედასა და მის ორ შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ისინი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა და ორი შვილი მოსკოვიდან 25 მაისს ჩამოვიდნენ. როგორც ერთ–ერთი მათგანი ამბობს, საზღვრიდან პირდაპირ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. სამ დღეში კი კორონავირუსი დაუდასტურდათ.20 წლის ახალგაზრდა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება, რომ კარანტინში ყოფნის დროს გემოსა და სუნის შეგრძნება დაკარგეს. ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი გუშინ, 28 მაისს აჩვენა, სამივე ინფიცირებული თბილისში იმავე დღეს გადაიყვანეს.„4 დღის წინ ჩამოვედით, 25–ში. ეკიპაჟმა გამოგვაცილა საზღვრიდან და ჩამოვედით პირდაპირ საკარანტინო ზონაში. მესამე დღეს შევამჩნიე, რომ გემო დავკარგე, ტესტი გაგვიკეთეს და კორონავირუსი აღმოგვაჩნდა. ახლა სამივეს გემოს და სუნის შეგრძნება გვაქვს დაკარგული, სხვა სიმპტომები არ გვაქვს“, - გვითხრა ინფიცირებულმა ახალგაზრდამ.იგი, ქალაქში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსის გამოვლენამდე საკარანტინო ზონა დატოვეს და ნათესავებთან ჰქონდათ კავშირი, კატეგორიულად უარყოფს.„ახალციხეში არიან ახლობლები მაგრამ არანაირი კონტაქტი გვქონია. შორიდან კი ყველა ვნახე, მე ვიყავი მეექვსე სართულზე, ისინი პირველ სართულზე. არც გვქონდა ამის უფება, იქ კამერებია, დაცვის პოლიცია იცავს ტერიტორიას და რომ შეგამჩნიოს ვინმემ კარანტინიდან გამოსული დაგაჯარიმებენ. ჩვენ ყველა წესს ვიცავდით“, - ამბობს ახალგაზრდა.ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ოთხი ადგილობრივია, ექვსი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.საქართველოში კოვიდინფიცირების 746 დადასტურებული შემთხვევაა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია