შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვალეს პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2020
ვალეს პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს მთავარი → სიახლე, სამართალი 29.05.2020 ვალეს პოლიციის უფროსმა, ლევან ბერიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ პირს, რომელიც პოლიციის შენობაში შევიდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა, არ იცნობს. ლევან ბერიძე ვალეში პოლიციის უფროსად 10 დღის წინ დაინიშნა. „სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა გაერკვია რა გახდა ბერიძეზე თავდასხმის მიზეზი, თუმცა მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ დაკავებულს არ იცნობს და შენობის დატოვება მოგვთხოვა. კომენტარი არც შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.26 მაისს, 44 წლის ზ.კ–მ ვალეს პოლიციის უფროსს, ლევან ბერიძეს პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ზ.კ დაკავებულია, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია