შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენ კი არა, ოპოზიციას სჭირდება - თეა წულუკიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივნისი 2020

საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციას სჭირდება - იუსტიიის მინისტრი ოპონენტებს მოუწოდებს თავად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭირონ საარჩევნო კანონში შესატან ცვლილბებს. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციის საგანია და ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებების ჩავარდნისთვის საბაბად გიორგი რურუას საკითხს იყენებს, რადგან არჩევნების მოგების იმედი არ აქვს.  

ეს არის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ არ გვჭირდება. ეს ცვლილებები სჭირდება ოპოზიციას და შეთანხმებისამებრ, ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ სიცოცხლეში, თუკი ოპოზიცია, ვგულისხმობ ერთ ან მეტ კონკრეტულ ძალას, რომელიც ამბობს კვლავ, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო, ხმას არ მისცემს მცვლილებებს, ეს იქნება საბაბი იმისა, რომ ჩაშალონ ეს რეფორმა, რომელიც მათივე მოთხოვნით და ინიციატივით ტარდება, - განაცხადა თეა წულუკიანმა

ოპოზიცია ერთსულოვანია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხში და თუ ეს არ მოხდა, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ გეგმავს.

ევროპულ საქართველოს და მთლიანად ოპოზიციას კი არა, საქართველოს სჭირდება ნორმალიზაცია და შედარებით მაინც ცივილიზებული საარჩევნო კამპანია. ეს არის, რაც სჭირდება ქვეყანას, თუ შეთანხმების შესრულებას არ აპირებენ, არ გამოუშვებენ პოლიტპატიმარს, მაშინ თუ უნდათ ნუ მისცემენ ხმას იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს პროცესი, - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი სხდომა დანიშნულია 4 ივნისს, ის ჩატარდება დისტანციურად და გადაიცემა ტელევიზიის საშუალებით. მხოლოდ ამ განხილვის შემდეგ შემოვა კანონპროექტი პარლამენტში. საბოლოო კენჭისყრა ამ ცვლილებების შესახებ 21 ივნისს გაიმართება. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია