გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიცია არღვევს შეთანხმებას, ხოლო ჩვენ ვასრულებთ- კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივნისი 2020

უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს ასრულებს, ხოლო ოპოზიცია ორივეს არღვევს.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა, რადგან ხედავენ, რომ დამარცხებისთვის არიან განწირულნი და ამიტომ მათთვის გიორგი რურუას გათავისუფლება საბაბია.

"ორი ვალდებულება ავიღეთ ჩვენ, ერთი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. როცა ოპოზიცია ითხოვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ზეწოლას სასამართლოზე იმისათვის, რომ გათავისუფლდეს გიორგი რურუა, ეს არის სწორედ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება", — განაცხადა კობახიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია