გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალურმა მოძრაობამ " იცის როგორ დაამარცხოს ივანიშვილი - ბარამიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2020

მეტ-ნაკლები პროპორციულობა იქნება, მაგრამ ჩვენ არ ვიბრძვით თანამდებობისთვის,- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე გადაცემა "დღის სტუმარში" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გეგმებზე საუბრისას.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის ძალა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია და სურს ბიძინა ივანიშვილის არჩევნების გზით დამარცხება. 

ნურავინ ნუ წაგვიკითხავს ნოტაციას, როგორი მნიშვნელოვანია ივანიშვილის დამარცხება. თუ ვინმეს უნდა მისი დამარცხება დ ატუ ვინმემ იცის, როგორ არის შესაძლებელი მისი დამარცხება, არის ნაციონალური მოძრაობა", - ამბობს ბარამიძე.

მისი თქმით, ყველა პარტიასთან გაგრძელდება კონსულტაციები, რომ პირველივე ტურში ჰყავდეთ საერთო კანდიდატურები თუნდაც თბილისში. ბარამიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს,რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთიანობის სულისკვეთება შენარჩუნდეს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია