სქესობრივი მომწიფების პროცესი, ხუთი სტადიაა-------------------ბავშვობა, ყრმობა, ჭაბუკობა, სქესობრივი სიმწიფე და სქესობრივი ფუნქციების, გაქრობის სტადიები. ბავშვობა კაცებში, პირველი 10 წელია. ამ დროს, თესლის წარმომშობი მილაკები, ძალიან ვიწროა. როგორც ავღნიშნე, სქსობრივი მომწიფების პროცესის, პირველი სტადიაა-------ბავშვობა. დედის ძუძუს მოქაჩვაც, სქესობრივი რეფლექსების, ჩამოყალიბების რგოლია. 3 წლის ბიჭისთვის, მამაკაცის ორგანო, უკვე სიამაყის ეპიცენტრია. ჩემი აზრით, ნძრევის იმიტაცია, სასქესო ორგანოს მოსრესვა და მსგავსები, სქესობრივი მომწიფების საფეხურებში, შეიძლება ჩავთვალოთ. როცა 3 ან 4 ან 5 წლის ბავშვს, მამა ამაზე უყვირის და ემუქრება, რომ ამ ორგანოს მოაჭრის, ბავშვი ფსიქიკურად ,შორეულ რეტროსპექტივაში იბოღმება. მას ქვეცნობიერად, სძულდება მამა. ბიჭებს ისედაც, ოიდიპოსის კომპლექსი აქვთ და დედა უფრო უყვართ. ამ შემთხვევაში, ფროიდი ამბობს, რომ პატარა ბიჭს ეუფლება, კასტრაციის კომპლექსი. ანუ იძულებს იმას, ვინც, ამ მთავარი ორგანოს, მოჭრით ემუქრება. ტვინის ლაბირინთებში, პატარაობიდან დევს, პატარა მამაკაცისთვის, ამ უპირატესი ორგანოს სიამაყე და სიყვარული .ჩვენში არსებული, იდიოტური ჩვეულების გამო, როცა 3 ან 5 წლის ბიჭს, მდაბიო ნათესავი , უცებ შარვალს ჩახდის და მის ორგანოს ,ყველას დაანახებს, ჩემი აზრით, ბავშვს ამ დროს, ფსიქიკაში, ატიპური, ნევროზული ჩანასახები ელექება. თუ შეგიმჩნევიათ, რა გამწარებული სახე აქვს, ამ მომენტში ბავშვს. სკოლამდელი ასაკის ბიჭები, იცინიან შიშველი ქალის სურათებზე. ესეც ანდროგენიზაციის გზაზე, მომწიფების ეტაპს განეკუთვნება. ეს მათთვის, მომავალი, პლატონური სექსის ჩანასახია. ყრმობა არის---------10 დან 14 წლამდე. ამ ასაკში, ბიჭს უჩნდება სპერმატოციტები. ისინი, სპერმატოზოიდების, წინა სტადიაა. სათესლეების ჯირკვალი იზრდება. ჭაბუკობა არის, 14 დან 18 წლის ჩათვლით. მეორადი სასქსო ნიშნები გამოიკვეთება. განაყოფიერების უნარს იძენს. ხანში შესული მამაკაცი, როგორც წესი , გადის კლიმაქტერიულ ეტაპს. ეს დეტალურად აღვწერე, კლიმაქსის თავში. ანუ კლიმაქსი ეტაპია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას, დიდი პრობლემა ჰქონდეს. ანუ კლიმაქსურად ეგზალტირებული იყოს. ვის რა პათოლოგიური ფონი აქვს, იმის მიხედვით წარიმართება კლიმაქსის ეტაპი, ქალშიც და კაცშიც. მაგრამ, აქვე ავღნიშნავ, რომ ეს ფაქტორი ანუ ის რომ, კლიმაქსი ამ მოცემულ კაცში მძიმედ არ მიდის, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მისი გარეგნული, ფიზიოლოგიური სიმშვიდე, შინაგანი ნორმის დასტურად ჩავთვალოთ. ეს ატყუებს ზუსტად, ადამიანს, ოჯახს , რომ კაცს ჩივილები არა აქვს და ერთ დღეს წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდება. ამიტომ, ხშირად გავიმეორებ, რაც წინა თავში ვთქვი. 40 წლიდან, კაცის წინამდებარე ჯირკვალში, ფარული ფიზიოლოგიური რევოლუციებია და კიბომდე, რომ არ მივიდეს, მართვა უნდა. ბევრი დაავადება, არ ყვირის ინფარქტივით. მით უმეტეს ,კაცის წინამდებარე ჯირკვალი, გამოხატულებაში, უმეტეს შემთხვევებში, ძალიან თავშეკავებულია. ეს არის ,კარდინალური მომენტი, რასაც მკვეთრად უნდა ხაზის გასმა. უნდა მეტი პროპაგანდა. უნდა მეტი, მოსახლეობის გაცნობიერება, რომ მამაკაცებმა, თავი გადაირჩინონ კიბოსგან. ძალიან პატარა ყურადღებით და მარტივი პროფილაქტიკით, ადამიანი სიცოცხლეს ინარჩუნებს. მაგრამ, ეს რომ 40 წლიდან მართოს, ამას ცოდნა , გამოცდილება და ინფორმირება სჭირდება. ვაგრძელებ ხანშიშესულების, კლიმაქტერული ეტაპის განხილვას. კაცებში ქრება, სპერმატოზოიდის, მოძრაობის უნარი. ასევე, განაყოფიერების უნარი. სქესობრივი აქტის უნარიც. თესლის წარმომქმნელი მილები, სათესლეების ქსოვილი და წინამდებარე ჯირკვალი-------------ატროფირდებიან. ანუ განლევას იწყებენ და იფიტებიან. ეს შეიძლება, ზოგს, 40 წლიდან დაეწყოს, ზოგს კი 80 დან. აქ არის ,ერთი საინტერესო მომენტი. ამ რღვევების, დაწყების დრო, ადამიანის ცხოვრებაზეა დამოკიდებული. კერძოდ--------------------ცხოვრების სტილზე ,გადატანილ დაავადებებზე, გადატანილი დაავადებების, მკურნალობის ხარისხზე, ცხოვრების რეჟიმზე, კვებაზე. რაც ყველაზე მთავარია------------- დამოკიდებულია სპორტულობაზე. ანუ რაც უფრო სპორტულია ადამიანი, მით უფრო გადაიწევა ღრმა ასაკში, ეს ატროფია. ჩემს საყვარელ მწერალს--------გოეთეს, 80 წლის ასაკში, 16 წლის-------ულრიკე ფონ ლევენცოვი, რომ შეუყვარდა, მეტად სავარაუდოა, რომ მარტო საყურებლად, არ უნდოდა და სექსიც შეეძლო. გოეთე მარტო , გენიალურ შედევრებს, კი არ ქმნიდა. ის ბევრს დადიოდა , მოძრაობდა. სპორტული იყო. გოეთე, შინაგანად მშვიდი იყო. იუმორის გრძნობა ჰქონდა. კეთილი იყო. აუჩქარებელი.ბოროტი და ბღეზიანი არ იყო. ეს ფაქტორები, მალამოსავით მოქმედებს, ორგანიზმის ფიზიოლოგიაზე. ტვინს კარგი, ჯანსაღი კვება და კარგი განწყობა სჭირდება, ყველა ორგანოთა სისტემა, ჯანსაღად და ფიზიოლოგიურად რომ მართოს. ნევროზული ტიპის მამაკაცი, შინაგნად გაუწონასწორებელი და ბრაზიანი, ბოლომდე სრულფასოვანი ვერ იქნება. როცა გოეთეს , ჩემი მეორე, ძალიან საყვარელი მწერალი -----ჰაინე ესტუმრა ვაიმარში და შეშფოთებით მოუყვა, თუ როგორ ქუხდნენ ზარბაზნები პარიზში ---------ამაზე , ამით დაინტერესებულმა მაგრამ, ფსიქოლოგიურად ძლიერ გაწონასწორებულმა გოეთემ, საპასუხო შეკითხვა მისცა------------ თუ დააკვირდი , ვაიმარის გზაზე, ტყემლები, ხომ არ აყვავებულაო. ჰიპოფიზი, აწესრიგებს და მართავს------------------ენდოკრინულ, სასქესო, ფარისებრ და სხვა ჯირკვლებს. ანუ ტვინი მართავს, ამ ყველა ჯირკვალს. რომლებიც, სექსის უნარიდან დაწყებული, ღიმილის უნარის ჩათვლით, პასუხისმგებელი არიან, ადამიანის ქცევებზე. სისხლში------------ანდროგენების ან ესტროგენების ან თიროქსინის ნაკლებობა, იწვევს, ჰიპოფიზის ჰორმონების ჭარბ გამოყოფას. პირიქით კი, თუ სასქესო ჯირკვლების ან ფარისბრი ჯირკვლების ან სხვა ჰორმონების სიჭარბეა, მაშინ იზღუდება, ჰიპოფიზის ჰორმონების წარმოქმნა. როგორც იცით, კაცის სასქესო უჯრედია-------სპერმატოზოიდი. სპერმატოზოიდის თავში დევს, გენეტიკური შიფრი. სპერმატოზოიდის კუდის ფუნქციაა, რომ სპერმატოზოიდი, კვერცხუჯრედში შეძვრეს. სპერმატოზოიდი, თავის გზას, ისე ვერ გაიარს, რომ არ ესტუმროს წინამდებარე ჯირკვალს. ანუ ის, თავის გზაზე გადის, წინამდებარე ჯირკვალში-----------------პროსტატაში. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩამორჩენილი ადამიანები ამბობენ,პროსტატა მაქვსო. პროსტატა ყველას აქვს. უნდა თქვან----------პროსტატიტი. როცა ანთებაა ,ემატება----------იტი. სპერმატოზოიდი პროსტატაში, შეერწყმება მის სეკრეტს. სპერმა არის----------ქიმიური ნივთიერებები და სპერმატოზოიდების, მკვებავი ნივთიერებები. ჯანსაღი, წინამდებარე ჯირკვალი 30 გრამია. მისი ფუნქციებია---------------------------1------ქმნის სხვადასხვა, ძალიან საჭირო ნივთიერებებს, მთელი ორგანიზმისთვის. 2-------ქმნის, პროსტატის წვენს. ამ წვენის მეშვეონბით, გადამოძრავდება სპერმატოზოიდები. რა ჭკუაზეა, პროსტატის ჯირკვალი, ეს დამოკიდებულია --------------ტესტოსტერონზე. პროსტატის მოქმედებას, მთლიანად მართავს ტესტოსტერონი. დაავადდება თუ არა ის, ეს დამოკიდებულია ტესტოსტერონზე. რა აპროვოცირებს, მამაკაცის იმპოტენციას-------------------------------1------არამშვიდი გარემო და დაძაბულობა. 2--------სექსუალური კულტურის დაბალი ხარისხი. უხეშობა ქალთან. სექსი გრძნობის გარეშე. 3-----შიშები, ნევროზული განცდები. მარცხი. იმედგაცრუება. ცუდი განწყობები. 4-----დიაბეტი 5-------წნევა. 6----------არასპორტული ცხოვრება. უმოძრაობა.7----------დეპრესია. 8------სიმსუქნე. ალკოჰოლი. თამბაქო, ნარკოტიკი. 9------------არასწორად დანიშნული მედიკამენტები.თუნდაც ფილტვებზე. 10---------ქოლესტერინის და ცხიმოვანი ცვლის მოშლა. 11---------- თირკმლების დაავადებები. ისინი ძალიან ხშირად, უსიმპტომოდ მიდიან. ამიტომ, უმართავი არიან. 12--------ენდოკრინული დაავადებები.13---------- ჰორმონული მოშლა 14------სისხლძარღვების დაავადებები. 15-ვენების დაავადებები. ეს პრობლემები, უნდა მოწესრიგდეს. ამგზნები წამლები დროებითია. ისინი იწვევენ, მხედველობის დაქვეითებას და ინფარქტს. გაგრძელება იქნება.