სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2020
ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 02.06.2020 ბორჯომში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 24 პირს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ კაცთან პირდაპირი და ირიბი კონტაქტი ჰქონდათ. პირი ქალაქში ორი დღით იმყოფებოდა და ამ დრომდე უცნობია, ჩამოსვლამდე დაინფიცირდა თუ ბორჯომიდან წასვლის შემდეგ. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 24 ადამიანს ანალიზი 1-ელ ივნისს აუღეს. მათგან ერთ-ერთი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბორჯომში, „ბოლო ზარის“ მოსალოცად იყო ჩამოსული. მას მთელი კლასი 23 მაისს შეხვდა: „გუშინ ამიღეს ანალიზი, თბილისიდან იყო მეგობარი ჩამოსული ბორჯომში ბოლო ზარის მისალოცად და სწორედ მაგედან მქონდა კონტაქტი. კლასს მოგვილოცა [სკოლის დამთავრება] და გამოდის, რომ მთლიან კლასთან ჰქონდა შეხება“.საწინააღმდეგოს ამბობენ ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. მათი თქმით, ინფიცირებულ პირს პირდაპირი კონტაქტი მხოლოდ ორ ადამიანთან ჰქონდა, რომლებიც უკვე გამოკვლეულია და პასუხი უარყოფითია. ამ ეტაპზე კი ელოდებიან იმ პირების ანალიზის პასუხებს, რომლებსაც „ამ პირთან არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ“: „სხვა ქალაქიდან იყო პირი ჩამოსული და გარკვეული საეჭვო კონტაქტები იყო. [ამ პირებს ტესტირება] იმიტომ ჩაუტარდათ, რომ არაპირდაპირი კონტაქტები იყვნენ დადასტურებული შემთხვევის. ზუსტად არ ვიცით, ეს პირი როდის დასნებოვნდა, აქ ჩამოსვლამდე, თუ აქ ჩამოსვლის შემდეგ და სიფრთხილის მაქსიმალური ზომის მიზნით ჩაუტარდათ. ასევე ტესტირება ჩაუტარდა იმ ორ ადამინს, რომლებიც ბორჯომში იყვნენ მასთან პირდაპირ კონტაქტიში და ისინი უარყოფითები არიან“, - ამბობს ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა რატიანი. 24 ადამიანის ანალიზის პასუხი სავარაუდოდ, 2 ივნისს საღამოს იქნება. რატიანი ამბობს, ამ ეტაპზე საეჭვო კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან, მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ: „სიმპტომი რომ ჰქონოდათ, სახლში, თვითიზოლაციაში კი არ დავტოვებდით, გადავიყვანდით საკარანტინო ზონაში. ახლა თვითიზოლაციაში სახლში არიან ესენი. არ არის ჯერ პასუხები და არ ვიცი, როდის იქნება“. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონდა არც ინფიცირებულ პირს: „საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა, ერთ კვირაზე მეტია, რაც ამ პიროვნებას თბილისში დაუდასტურდა [კორონავირუსი], ისიც იმიტომ დაუდასტურდა, რომ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იყო და გატესტეს, თორე ჩივილები არ ჰქონია“, - ამბობს რატიანი. [ნუკა სტეფნაძე, თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია