შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ავარიას შსს–ს თანამშრომელი ემსხვერპლა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2020
ახალციხეში ავარიას შსს–ს თანამშრომელი ემსხვერპლა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 02.06.2020 ახალციხეში, სოფელ წნისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 წლის ა.ბ გარდაიცვალა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, პირველ ივნისს დაახლოებით 24:00 საათზე მოხდა. ა.ბ საკუთარი მანქანით, სოფელ წნისში ბეტონის ბორდიურს შეეჯახა.ადგილობრივების ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.უწყებაში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ა.ბ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. გარდაცვლილი სოფელ მუგარეთიდან არის.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია