სამცხე-ჯავახეთი
ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
02 ივნისი 2020
ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი → სიახლე, შემთხვევა 02.06.2020
ახალქალაქის სოფელ გოკიოში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მისი სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
გარდაცვლილი 1-ელ ივნისს გვიან ღამით იპოვეს. მათი ინფორმაციით, ქალი სოფელში, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მას ოჯახი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.„როგორც ვიცი, ყველა სახლში იყო. უნდა ებანავა. ისეთი ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, თვითონაც მეგობრული იყო ყველასთან. ნიჭიერი მასწავლებელი იყო, ეგ მიკვირს თვითმკვლელობა რანაირად..“, - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი. გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდა. როგორც სამცხე–ჯავახეთის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი დავით მერაბიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, გარდაცვალების მიზეზების სრული დასკვნა ერთი თვის შმედეგ იქნება ცნობილი: „მექანიკური ასფიქსიაა მარყუჟის გამოყენებით. გამოსაკვლევია, ჯერ დასკვნა ბოლომდე დაწერილი არ არის, ერთი თვის შემდეგ იქნება“. შსს-ს ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.შემთხვევის შესახებ პირველად ინფორმაცია სააგენტო jnews.ge-მ გაავრცელა. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]