შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიმალული მძღოლი დაკავებულია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივნისი 2020

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ქალაქ ოზრგეთში, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიმალული მძღოლი, საპატრულო პოლიციამ მომხდარიდან რამოდენიმე საათში, სოფელ მელექედურში დააკავა.

დაკავებული სოფელ ნატანების მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დ.ხ-ძეა.

შშს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის, მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, გუშინ ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალბატონის ელა თალაკვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაპირველად თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა გარდაცვლილი სოციალურად შეჭირვებული ქალბატონი თ. - ბ-ლი იყო რომელიც ქალაქ ოზურგეთში მერაბ კოსტავას ქუჩაზე ცხოვრობს და თითქოსდა გარდაცვალების მომენტში ის ნაგვის ბუნკერში საკვებს ეძებდა.

მოგვიანებით გაირკვა რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და დაღუპული ქალაქ ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მაცხივრებელი ქალბატონი ე.თ იყო, რომელსაც ავტომანქანა მაშინ დაეჯახა როცა ის იოანე პეტრიწის ქუჩაზე 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის წინ საავტომობილო გზაზე გადადიოდა.

რედაქცია ბოდიშს უხდის გარდაცვლილის ოჯახს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების  გამო.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია