გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადამის გული, მესამე ნაწილი, რეკომენდაცია

წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2020

როგორც ვთქვი, კარგი კონტროლით, ამ ორგანოს სიმსივნის, თავიდან აცილება შეიძლება. ტესტოსტერონის არათანაბარი და არაზომიერი გადანაწილება, ერთ-ერთი მიზეზია ადენომის. ის აკუმულირდება წინამდებარე ჯირკვალში და მისი უჯრედების, გამრავლებას უწყობს ხელს. 40 წლის ზედა ასაკში, ყველასთვის მატულობს კვანძების ზომა. თუ არის ფონები, მაშინ მეტად იზრდება. კერძოდ-----------ღვიძლის დაზიანება. დიაბეტი. მაღალი წნევა. რამე ქრონიკული დაავადება. იმუნიტეტის შეზღუდვა. პროსტატის ადენომის, კლასიკურად გამოხატულ ფორმას, აქვს სამი სტადია: 1----------ხშირი შარდვა ღამით. შარდი მოდის, ცოტა დაგვიანებით. შარდის ბუშტი, კარგად იცლება. 2---------დისკომფორტი მოშარდვის დროს. ნარჩენი შარდის არსებობა. თანდათან დაიწყება, თირკმლების დაზიანებაც. 3----------შარდი ძნელად გამოდის ან წვეთობით გამოიყოფა. შარდის შეუკავებლობაა. ემატება ზოგადი, უსიამოვნო შეგრძნებები. სისუსტე. ღამის განმავლობაში, შარდისთვის რამდენიმეჯერ ადგომა. პირი ხშირად გამომშრალია. რაც უფრო ვითარდება ადენომა, შარდსადენის ფორმა იცვლება. უფრო დავიწროვდება. შარდის ბუშტიც კარგავს ფორმას. ხსირად ემართებათ ცისტიტები ანუ შარდის ბუშტის ანთება. ცისტიტი თუ მოუვლელია, აღმავალი გზით ადვილია პიელონეფრიტის დამართება. შარდში რომ სისხლი გაჩნდება, მანდამაინც, ძალიან სანერვიულო არ არის, სიმსივნის მხრივ. რადგან, ეს უხშირესად გამოწვეულია, იმის გამო, რომ შარდის ბუშტის ვენების ვარიკოზი და ვენების ანთება მიდის. შეიძლება შარდი შეკავდეს. ამ ეტაპზე ამას, ექოსკოპიაც კი ადგენს. პროსტატიტის დროს, ძალიან დიდი, ყურადღება უნდა თირკმელს. შეიძლება, თირკმლის უკმარისობა განვითარდეს. ზოგი მიეჯაჭვება, მარტო უროლოგს. ამიტომ, უნდა პირადი ექიმის ხშირი კონტროლი. მიუხედავად იმისა, რა სპეციფიკურ ფაქტორზე, არ უნდა მკურნალობდეთ. რადგან ,კარგმა პირადმა ექიმმა, იცის თავისი პაციენტის, ყველა დეტალი. პროსტატის გზაზე, მამაკაცები ,ყველაზე მეტ შემთხვევაში, გაჰყავთ ,დაბალ ასაკში დამართებულ საშარდე გზების ანთებებს. რომლებსაც ყურადღებას არ აქცევენ. შემდეგ ,მიკრობთა ეს კოლონიები, ადაპტირდებიან , ჩასახლდებიან, მრავლდებიან და ლატენტურად ანგრევენ ქსოვილებს. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, კიდეც მორჩებით და კიბომდეც არ მიხვალთ. პროსტატის დროს აუცილებელია, p s a განსაზღვრა. ეს არის სისხლში, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი. თუ ის, 4-----------6 მგ]მლ----ზე მეტია, მაშინ იმის დროა, რომ პირველი ამოცანა იყოს-------------გაირკვეს, ხომ არ არის, უკვე დაწყებული სიმსივნე. ასევე, ამ მომენტშივე უნდა გაირკვეს, არის ოპერაცია, თუ არა-------საჭირო. ისევ განვმარტავ, უფრო კარგად , რომ გაიგოთ. ---- პროსტატიტი---------------------წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ისიც ძალიან ხშირად, ფარულად მიდის. პროსტატიტი ემართებათ, ბიჭებს -----------------16 წლიდან. თავად ეს ფაქტი, არ იცის ზოგმა მედმუშაკმა და რადგან კლინიკა ჰგავს, მას მკურნალობენ, როგორც ან ცისტიტს ან საშარდე გზის ზოგად ანთებას. უარეს ვარიანტში, გაციების გართულებად თვლიან და საერთოდ უმკურნალოდ რჩება. სწორედ ესაა ყველაზე ხშირი გზა, ქრონიკული ანთების სახით-------------სიმსივნემდე. პროსტატიტის მიზეზები----------------------სიგარეტი. ალკოჰოლი. ალერგია. განსაკუთრებით, არასწორად ნამკურნალები ალერგია. მეტაბოლური სინდრომი. სისხლძარღვების დაავადებები. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომლებიც კარგი ნამკურნალები არ არის. დაბალი იმუნიტეტი. შეცდომას იწვევს ასევე ისიც, რომ პროსტატიტი, ძალიან ხშირად, იზოლირებულად არ არის. მას ახლომდებარე ორგანოების, ანთებაც ახლავს. ან შარდსადენი მილის ან ან შარდის ბუშტის ან ეპიდიდიმიტია. ეს ბოლო, სათესლე ჯირკვლის, დანამატების ანთებაა. პროსტატიტის სიმპტომებია-----------------ტკივილი ან მენჯში ან კუდუსუნში ან წინამდებარე ჯირკვალში. დიზურია ანუ ხშირი და მტკივნეული შარდვა. ქავილი შარდსადენში.ლორწოვანი გამონადენი. ტკივილი შარდვისას. ღამის, ტყუილი მოშარდვის შეგრძნებები. ნარჩენი შარდის წარმოსახვა, შარდის ბუშტში. სქესობრივი პრობლემები. ძალიან ხშირ შემთხვევებში, ეს დაავადება, ფარულად და სულ ჩივილების გარეშე მიდის. ეს არის, ყველაზე ხშირად, სიმსივნის ჩამოყალიბების მიზეზი. ამის კლასიკური მაგალითი, პირველ თავში განვიხილე. ამიტომ, თუნდაც არც ერთი ჩივილი, არ ჰქონდეს, 40 წლიდან, ყველა მამაკაცმა, სწორება უნდა გააკეთოს, ამ სისტემის გამოკვლევაზე. ჰორმონალური დისბალანსის გამო, ძალიან ბევრ კაცს , ეს პრობლემა , სწორედ 40 წლიდან ეწყება. თუ როგორ მიდის ასე ფარულად, შემდეგში კიდევ მოვიყვან მაგალითებს პრაქტიკიდან. უფრო მეტად, ეს ეხება პროსტატის ადენომას. თუმცა მის განვითარებაში,ძალიან დიდია, პროსტატიტის როლი. პროსტატიტის გართულებებია------------------------------იმპოტენცია. უშვილობა. ქრონიკული ურეთრიტი. ქრონიკული ცისტიტი. გახსოვდეთ--------------ძლიერი გაცივების დროს, ძალიან ახალგაზრდებს, ხშირად ემართებათ---პროსტატიტი. პროსტატიტის და წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, ერთ-ერთი ძლიერი მაპროვოცირებელია------------თუთიის ნაკლებობა. რაზეც რეკომენდაციებში,ხშირად მითქვამს. კაცმა , ხშირად უნდა მიიღოს, თუთიის შემცველი საკვები. რეკომენდაციებში ხშირად ჩამომითვლია , ეს საკვები. ახლა მოკლედ ვიტყვი------თევზში და ბოსტნეულში, ყველაზე მეტია თუთია. უფრო, რომ გაიგოთ, მოკლედ ისევ ჩამოვაყალიბებ პროსტატიტს. ის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. მისი დამართება მაშინ ხდება, როცა ინფექციის გამომწვევი მიკრობები, არ არის სწორად ნამკურნალები. ეს კოლონიები ცოცხალია და აზიანებენ ქსოვილებს. აქ ინფექცია, შეიძლება მოხვდეს---------------------------------მენჯის სისხლძარვებიდან. შარდის ბუშტიდან. სწორი ნაწლავიდან. ლიმფური გზით. შარდსადინარიდან. მაგალითად, შეიძლება კაცს ჰემოროი ჰქონდეს ანუ ბუასილი. არ აქცევდეს ყურადღებას. აქედან, თავისუფლად გადავა მიკრობები. თუმცა ლიმფამ და სისხლმა, ნებისმიერი ადგილიდან, შეიძლება წაიღოს და მიიტანოს ინფექცია. თუნდაც, დაზიანებული კბილიდან. ორგანიზმი ერთი სისტემაა. სისხლი და ლიმფა , რომ მოძრაობს, მათ შეუძლიათ, დაზიანებული კერიდან, ნებისმიერ ადგილში გადაიტანონ ინფექცია. ადამიანის ორგანიზმში, ინფექცია, გარკვეული მიკრობთა კოლონიების სახით, შეიძლება შეჭრილი იყოს. მაგრამ, დაავადება არ გამწვავდეს. ამიტომ უნდა ადამიანს, თავის პირადი, კარგი ექიმი. შეიძლება, სვანეთის ბოლო სოფელი იყოს და უფრო იყოს გადამრჩენი ექიმი ადამიანისთვის, ვიდრე, რომელიმე დიდი ქალაქის კლინიკის, შემთხვევითი ექიმი. მაგრამ, ხამს ურჩევნია, ახალი პლასტიკატის ფონზე მოკვდეს, დიდ ქალაქში. ვიდრე თავისი, პირადი ექიმის ღირსება დაინახოს. რომელმაც, მისი ყველაფერი იცის და არაფერი არ გამოეპარება . კარგ ექიმს თავისი პაციენტის , ორგანიზმის ხმა ესმის. ფილტვების მოსმენიდანაც კი მიხვდება, კარგი ექიმი, თავისი ავადმყოფის გასინჯვის დროს, რომ ორგანიზმში ჩაბუდებული ინფექციაა. ფილტვის ჰარმონია, სულ სხვადასხვა ხმაზე იცვლება, სხვადსხვა ორგანული ექსტრემის დროს. დაავადების დაწყებაში, ტრამპლინია ის მოვლენები, რაც ხშირადაა , ზოგი ადამიანის ცხოვრებაში--------------------------გაციება. არასპორტულობა. ხშირი ჯდომითი მდგომარეობა. შეკრულობა. ხშირი სქესობრივი კონტაქტი. გადატანილი, სქესობრივი გზით, გადამდები დაავადებები. ანთებითი კერები ორგანიზმში--------------კარიესული კბილი. ჰაიმორიტი. ფრონტიტი. სინუსიტი. ტონზილიტი. ქრონიკული ბრონქიტი. ნაღვლის ბუშტის ანთება და სხვა. ასევე, სტრესები, ნერვიულობა, ფიზიკური დაღლა. ხან ეს პროცესი, მიდის ტემპერატურით და ტკივილებით. ხოლო თუ ქრონიკულადაა, საერთოდ ვერ ხვდება ადამიანი, თუ ავადაა. ხან 37 ტემპერატურაა და მენჯის ან კუდუსუნის ტკივილი. ასეთ ვარიანტში, ხან გაციება ჰგონიათ , ხან კი, გაციების ფონზე -ოსტეოქონდროზის გამწვავება. დასაბრალებელი, ცნობილი დაავადებების მეტი,რა არის. მომდევნო თავს გავაგრძელებ, წინამდებარე ჯირკვლის პრობლემის აღწერით. გაგრძელება იქნება.

Начало формы


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია