შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი. ბაზედოვ -გრეივის დაავადება, მესამე ნაწილი

წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივნისი 2020

 

დღევანდელ პირობებში, ყველაზე ხშირად, რატომ კარგავენ მამაკაცები, სქესობრივ ფუნქციას
როგორც ავღნიშნე, დღეს სტატისტიკურად, ყოველ მეხუთე ადამიანს, აქვს ჩიყვი ან მასთან ასოცირებული დაავადება. რომელიც ჩიყვის , წინა დღეა. მათ შორის ბავშვებსაც. რადგან, ჩიყვის ენდემიური კერა ვართ. მთელი საქართველო, ენდემიური კერაა. დღეს რაც დაავადებებია ჩვენს ქვეყანაში, 90 პროცენტი, ჩიყვის გამოა პროვოცირებული. მათ შორის, ასე ხშირი, გულის ოპერაციები. არ ვამბობ, თანდაყოლ მანკზე ან ანატომიურ დეფექტზე. საუბარია, სარქველების გამოფიტვაზე და სხვა. ჩიყვის და მასთან ასოცირებული დააავადებების , უამრავი ვარიაციებია. ამიტომ, ხან ძნელდება დიაგნოზის დასმა. მით უმეტეს, თუ ადამიანი, მედიცინის სუსტ რგოლში მოხვდება. წინა თავში განვიხილავდი----თირეოტოქსიკოზს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩიყვის გამო , გამოხატულ ინტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოთა სისტემაში. განვიხილე, რამდენიმე , ორგანოთა სისტემა. ვაგრძელებ. თირეოტოქსიკოზი, სასუნთქ სისტემაში----ადამიანს აქვს, პერიოდული ჰაერის უკმარისობა. რასაც ხშირად, ახალგაზრდებში ნევროზს მიაწერენ. საერთოდ, მედიცინის დაბალი ხარისხის რგოლებში, ხშირია , სხვადასხვა, მათთვის გაუგებარი დაავადების მიწერა ან ნევროზზე ან გარდატეხის ასაკზე. ტერმინი----- გარდატეხის ასაკის ბრალია, არის ჩამორჩენილი მიდგომა. გარდატეხის ასაკში ის ავადმყოფობს, ვისაც ამის პათოლოგიური ფონი აქვს. ჩიყვის ფონის გამო, სასუნთქი სისტემის, კუნთოვანი აპარატი სუსტდება. ამის გამო ,ხშირდება ბრონქიტები, ფილტვების ანთებები და გაციებები. დღეს , ბავშვს რომ , ხშირი ბრონქიტი აქვს, ფარისებრი ჯირკვლის ლატენტური პრობლემა უნდა გამოირიცხოს. რა თქმა უნდა , ბრონქის თანდაყოლილ ანომალიასთან და ფერმენტულ დეფექტთან ერთად. ტსჰის პასუხზე, ნუ გაჩერდებით. ბავშვს იოდის ცვლა გამოუკვლიეთ. ჩიყვით ახლა ,ბევრი ბავშვი, იბადება კიდეც. წლამდე ბავშვს რომ, ყაბზობა აქვს, იქ კალიუმის პრობლემასთან ერთად ,ფარისებრი ჯირკვლის ვარიანტებიც უნდა გამოირიცხოს. ასევე, სკოლის ასაკის ბავშვების ყაბზობა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის გამოა .მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი მშობელი ვერ ხვდება, ყაბზობა რა არის. სანამ ბავშვს, ჰემოროის პრობლემები არ გამოუვლინდება, სისხლს არ გააყოლებს და კუჭში გასვლის დროს არ იტირებს, მშობელი ვერ ხვდება, რომ მკვრივი ფეკალია, უკვე ყაბზობაა. ბავშვები ვიცი, ასთმაზე მკურნალობენ. მაგრამ, მათ ასთმა არა აქვთ. შემთხვევით ასეთი ბავშვი რამდენიმე, ჩემთან რომ მოხვდა, იყო ფარისებრი ჯირკვლის ფონის გამო, კლასიკური ობსტრუქცია ,სასუნთქი გზების. სანამ ბავშვს, ასთმის წამლებით გულს დაუზიანებდეთ, აუცილებლად აჩვენეთ- კარგ ენდოკრინოლოგს და გამორიცხეთ--ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური ფონი. თირეოტოქსიკოზური ოფთალმოპათია---ანუ თვალების პათოლოგია. ასე წვიმასავით, რომ წამოვიდა კატარაქტების რიცხვი ,ეს ძალიან ხშირად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის ფონის გამოა. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს, გაბრაზებული გამოხედვა აქვთ. რადგან, თვალის მამოძრავებელი კუნთები, დაზიანებული აქვთ. შარდ-სასქესო სისტემა, თირეოტოკსიკოზის დროს--ხან არის ნიქტურია. ანუ ღამე ბევრს შარდავს. ქალებში, 40 წლიდან და უფრო მაღლა, ესტრადიოლის შემცირების გამო, შარდის შეუკავებლობაა. ეს ახლა, იმდენად ხშირია, ამ ფონის გამო, რომ ახალგაზრდა გოგონებსაც, აქვთ მსგავსი პრობლემა. ქალბატონები, რომლებიც, შარდს ვერ იკავებენ, ხველის , სიცილის და სხვა დროს, ჩიყვის ან ჩიყვთან ასოცირებული დაავადებით არიან შეპყრობილი. ანუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვთ. ბევრჯერ განვმარტე, იმ შაბლონის შესახებ, რაც დანერგილია ჩვენში. ლაბორატორიაშივე ეუბნებიან, ტსჰ ნორმაა და არ გაქვს ჩიყვი. ეს არის უცოდინარობის, გრანდიოზული გამოვლინება. უარყოფითი არ ნიშნავს , რომ არ ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. ზოგ შემთხვევაში, დაბალია კიდეც. ადამიანი, რომელსაც, ისედაც არაფერი შესაძლებლობა არა აქვს ფინანსურად, ლაბორატორიიდანვე გაბრიყვებული გამოდის და თავს ანებებს მკურნალობას. თერაპევტს ნებიმიერი პასუხი, უნდა უთხრა, რომ მან განსაზღვროს, ენდოკრინოლოგის საჭიროება. ფარისებრი ჯირკვლის, თუნდაც უსიმპტომო ფონი, კაცებს სქესობრივ ფუნქციას ან დაუქვეითებს ან სულ შეუწყვეტს. რადგან, ამ დროს იმატებს, სასქესო ჰორმონებისთვის, აუცილებლად საჭირო---გლობულინი. ამის გამო, ტესტოსტერონი ქვეითდება. ტესტოსტერონი, ის ფენომენია, კაცი რომ, სულ უნდა აკონტროლებდეს. თუ ქალთან ურთიერთობა აინტერესებს. ამავე დროს, კაცებში იმატებს ესტრადიოლი სისხლში. ეს ორი ფაქტორია, ლიბიდოს რომ სპობს კაცებში. მარტივად დაგაყენეთ გზაზე და ახლა მიხედეთ ამ ორ ფენომენს. თუ ამ ორ ფენომენს მართავთ, არა მარტო სქესობრივ უძლურებას აიცილებთ, არამედ ბევრ დაავადებებს. მათ შორის, მამაკაცური ორგანოების კიბოსაც. კაცს რომ , ლიბიდო დაუქვეითდება, უპირველესად, ეს ორი კომპონენტი, უნდა გამოიკვლიოს. ზოგადად, ლატენტური ჩიყვი ან ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა, უნდა გამოიკვლიოს. 40 წლიდან, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როგორც ჩანს. ძალიან ბევრი პაციენტი ქალი, არა მარტო დაავადებაზე გესაუბრება. ბევრჯერ მომისმენია ტექსტი---კაცობა არა აქვს და ამიტომ მირტყამს და მცემს ხშირადო. ყველაზე მეტად, ეს 40 წლის მიდამოს კაცებზეა მონათხრობი. იმდენად ხშირი პრობლემაა და საერთოდ ,იმდენი უბედურება და პრობლემები მოაქვს, ფარისებრ ჯირკვალს, ყველა ასაკში, ეს ფაქტორი სახელმწიფოს, საგანგაშო ვითარების ფონზე, უნდა იყოს რეგულირებული. ჩიყვის და საერთოდ ,ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, სრულად უნდა იყოს დაფინანსებული. გონებაშეზღუდული ბავშვები იბადებიან, როცა დედას ---ორსულს ჩიყვი აქვს. რამდენჯერ გსმენიათ, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, კრიტიკულ ფაზაში დაუდგინდა ჩიყვი და ვერ მოესწრო მკურნალობა. ენდემიური კერა რომ ვართ, იმას ნიშნავს, რომ რაღაც დონეზე, არავის არ დაგვტოვებს. თანდათან უარესდება გარემო, ბუნება ხელს აღარ გვიწყობს. პირიქით , ყველაფერი ებრძვის, ჩვენს ჯანმრთელობას. ოფიციალურად, სამეცნიერო დონეზე, დადგინდა ევროპასა და ამერიკაში----------თუ ქალს იოდის ცვლა ,პრობლემური არა აქვს, მას არ დაემართება ქალური ორგანოების კიბო. ანუ ფარისებრი ჯირკვალი ,ჯანსაღად გაქვს? მაშინ საიმედოდ იცოცხლებ. 1998 წელი იყო. გურიის სამხარეო ჯანდაცვის დეპარტამენტის, დირექტორის მოადგილე ვიყავი სამკურნალო დარგში. ერთ დღეს, სამსახურში 7 ბავშვი მივიღე. 7ვე თბილისში გავგზავნე--- ჩიყვზე საეჭვო. 7 ვეს დაუდგინდა. ავადმყოფს მარტო კი არ ვმკურნალობ. თან სტანდარტული სქემით. ეს გონებაშეზღუდული იდიოტიზმია, ექიმის მხრიდან. მისი გარემოდან და გენეტიკიდან ვიწყებ კვლევას. ადამიანს ის ემართება, რაც სჭირდა მის წინაპრებს. მაგალითად, მშობელი თუ ინსულტით დაიღუპა, დიდი როლი უნდა მიანიჭო, თავის ტვინის სისხლძარღვების გაჯანსაღებას. იმ 7 ბავშიდან, 4 იყო სოფელ მერიიდან. 3 კი, სოფელ კონჭკათიდან. ამაზე გავაკეთეთ დიდი აქცენტირება. სამინისტროს ჩარევით , ბრიგადამ დაადგინა, რომ ენდემიური კერა იყო, მერია- კონჭკათის ზონა. ჩვენი დიდი ვარაუდით- მელანჟეს გამო. რომელიც სოფ მერიაში, რუსების ყოფილი სამხედრო ბაზიდან ჟონავდა. ამაზე მაშინ, დიდი რეაქციები გვქონდა, რეგიონის მოსახლეობის გადასარჩენად. ბევრი ვიბძროლეთ, ამ ზონის დასაცავად და მელანჟეს შესაჩერებლად. იყო შემთხვევები, ანომალიური ბავშვების დაბადების. არა ერთხელ გამოვუძახებივარ სამშობიაროში, რომ დამეფიქსირებინა, ანომალიური ბავშვი. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს მთელი საქართველო ენდემიური კერაა ჩიყვის. უფრო მეტი, გლობალური ღონისძიებებია საჭირო, არა მარტო ტყვიის ფონის ,არამედ სხვა მავნე აგენტების გამოსავლენად. რომლებიც შხამავენ ტოტალურად ადამიანებს. ასევე, ამრავლებენ ,ჩიყვის ფონს და რიცხვს. უკვე გონებაჩლუნგობაა, ჩვენს პირობებში, ნებისმიერი დაავადების ფონად , ჩიყვი არ ეძებო. ამიტომ გაფრთხილებთ, ნებისმიერი ქრონიკული პროცესის ან გართულებული მდგომარეობის დროს კი არა, უმნიშვნელო ჩივილის დროსაც, ფარისებრი ჯირკვალი --ბოლომდე გამოიკვლიეთ და არა მარტო ერთი ანალიზით. თირეოტოქსიკოზი, ნერვულ სისტემაში---ადვილადფეთქებადი ხასიათი. ნერვიულობა. ზედმეტი ემოცია. განცდა ჭარბი. მყვირალა .ბავშვები მოუსვენარი და მტირალა. მოზრდილების დეპრესია. ფსიქოზები. დემენცია. გულყრები. დეპრესიების 90 პროცენტი, ფარისებრი ჯირკვლის ბრალია. დეპრესიის დროს, დამამშვიდებლით, კიდევ რომ გათიშავენ, ისედაც ცხოვრებისგან მოწყვეტილს, ეს დანაშაულია, შეცდომა კი არა. დეპრესია კი არა, უხასიათობაც, ფარისებრი ჯირკვლის გამოა. ბავშვმა თუ ხასიათი გამოიცვალა, მყვირალა, ნერვიული და მოუთმენელი გახდა, ჰორმონები და ფარისებრი ჯირკვალი გამოიკვლიეთ. ადამიანი რომ სკლეროზდება ნაადრევად ან დემენცია ეწყება ტვინის, ეს ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლიდან და ჰორმონებიდან იწყება. ნუ შესვამთ , ქიმიაზე, მეტად რთული, დემენციის სტანდარტული წამლებით. სანამ ფარისებრ ჯირკვალს და ჰორმონებს არ გამოიკვლევთ. ბავშებს კრუნჩხვის გამო, არ უნდა გაუხადოთ დომინანტად---- დამამშვიდებელი წამლები. ეს, ძველი, დანერგილი შეცდომაა. ბავშვებში ყველა კრუნჩხვას მიზეზი აქვს--ან კალციუმის ან ფოსფორის ან რკინის ან მაგნიუმის ან ფერმენტის და სხვების დეფიციტი. ასევე პარაზიტები და სხვა მავნებლები. მაგრამ თავი და თავი , ძალიან ხშირად ფარისებრი ჯირკვალია, რომლის პრობლემა ბევრ შიგა დარღვევებს წარმოშობს. გაგრძელება იქნება.

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია