შიდა ქართლი
ფინკა ბანკმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო [R]
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
04 ივნისი 2020
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების
დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
30 მაისს,
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა
შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთ-ერთი წამყვანი
საინვესტიციო კომპანიისგან “ფინკა ბანკმა” მიკრო, მცირე და საშუალო
მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო.
Symbiotics-ის
შესახებ
სიმბიოტიკსი წარმოადგენს წამყვან საინვესტიციო პლატფორმას,
რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე მიკრო, მცირე და
საშუალო მეწარმეებისა და დაბალი შემოსავლის მქონე საოჯახო
მეურნეობების დაფინანსებაზე. 2005 წლიდან სიმბიოტიკსმა 90-მდე
განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე 450-მდე
კომპანიისთვის 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის
ღირებულებამ 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ინვესტიციები
განხორციელდა 25-ზე მეტი საინვესტიციო მანდატის მიხედვით და 50-ზე
მეტი ე.წ. მესამე მხარის სპეციალიზირებული კაპიტალის მართვის
მენეჯერების მიერ, რაც ასეთ ტრანზაქციებისთვის მზარდ ეკოსისტემასა და
ბაზარს ქმნის.
ფინკა ბანკი
საქართველოს შესახებ
სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact
Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია
საქართველოში. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20
მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელთა
მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ
მცირე