შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დასეტყვილ სოფლებში პოლიცია ჟურნალისტებს არ უშვებს

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივნისი 2020
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვემო ხვითსა და ნიქოზში ჟურნალისტებს პოლიცია არ უშვებს. ამის მიზეზს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არ ასახელებენ. დღეს აღნიშნული სოფლები დაისეტყვა. სოციალურ ქსელში რამდენიმე მცხოვრებმა ფოტოებიც გამოაქვეყნა. შს სამინისტროს წარმომადგენლები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში შეზღუდვებს სტიქიის დროსაც აწესებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ სტიქია თითქმის 20 წუთი გაგრძელდა. მათი თქმით, დაზიანებულია ხეხილი, ვაზი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია