გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი. ბაზედოვ-გრეივის დაავადება მეოთხე ნაწილი

წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივნისი 2020

წინა თავში განვიხილავდი,თირეოტოქსიკოზის გამოვლინებას, სხვადასხვა სისტემაში. ანუ ჩიყვის მიერ გამოწვეულ, ინტოქსიკაციებს, სხვადასხვა სისტემის. თირეოტოქსიკოზი სასუნთ სისტემაში----------------------ადამიანებს აქვთ, ჰაერის უკმარისობა. მედიცინის დაბალ რგოლში, ამას ნევროზში ათავსებენ. სასუნთქი სისტემის , კუნთები ფუნქციურად დასუსტებულია. ამის გამო, ადამიანებს ადვილად ემართებად-ბრონქიტი, გაციება, ფილტვების ანთება. მაგალითად, ხშირად გაგიგონიათ, მშობელი ამბონს, ბავშვს ხშირად ემართება ბრონქიტი ან ხშირად ცივდება ან ფილტვების ანთება ემართებაო. ყოველ ჯერზე ანტიბიოტიკებით გაბერვა, სწორი მიდგომა, არ არის. ამ შემთხვევაში, სასუნთქი სისტემის კუნთები, არამდგრადი და მოუმწიფებელია. დღეს ამის მიზეზი, 90 პროცენტში, ფარისებრი ჯირკვლის ლატენტური პრობლემაა. შედეგს უნდა უმკურნალო. ოღონდ, მიზეზის გათვალისწინებით. ბავშვებში, ძალიან ხშირია დღეს, ასთმის შეტევების პროვოცირება. ეს ხშირ შემთხვევაში, არ არის ასთმა და ფარისებრი ჯირკვლის, ერთი სიმპტომია. სრულიად გაუმართლებლად, ბავშვებში და დიდებში, ხდება უარყოფითი შედეგის აეროზოლების და სხვა მედიკამენტების ,არამიზნობრივად გამოყენება. ასთმური შეტევა, უხშირეს შეთხვევაში, სინდრომია მხოლოდ, რამე დაავადების. მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის. კლასიკურად გამოხატული თირეოტოქიკოზის დროს, ტსჰ ქვეითდება.ft4 და ft3მომატებულია. გრეივსის დადგენილი, ოქროს სტანდარტია----------anti-----tshr-ის მომატება. საყურადღებო მომენტი-----------------------------------თირეოტოქიკოზის დროს, ხშირია შაქრის მატება. ჩამორჩენილ რგოლში, ენდოკრინოლოგი დახუნძლავს ადამიანს დიაბეტის წამლებით. ხშირია დღეს, ასეთი შემთხვევები. დიაბეტის მკურნალობას, სანამ დაიწყებთ, ჯერ ლატენტური ჩიყვი გამორიცხეთ. ლატენტური ჩიყვის დროს, ხშირია შაქრის მატება. ეს კი, სულაც არ არის დიაბეტი. ახლა გრეივს შევეშვები და ისევ, ლოკალურ----------დიფუზურ ტოქსიკურ ჩიყვს დავუბრუნდები. ისევ განვმარტავ, რომ გრეივსი ეს არის---------------------დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი +თვალის და კანის პრობლემა. გრეივსის დროს, ნუ გარბიხართ კანის ექიმთან . თერაპევტის და ენდოკრინოლოგის თანხმობით, მოწესრიგდება კანის პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ არასაჭირო მალამოების, დიდ ჩამონათვალს. დიფუზური, ტოქსიკური ჩიყვის, გამოკვეთილი სიმპტომებია----------------------------ხელების კანკალი. თვალების გადმოწევა. გულის აჩქარება. არითმიები, ხან მოციმციმემდე. ემოციურობა. ოფლიანობა. სითბოს ზიზღი. ნაწლავთა არამყარი მოქმედება. გახდომა, ხან სიმსუქნეც. სისუსტე, ხან მოდუნება. გულის პრობლემები----------ტკივილი ან ჩხვლეტა ან მოჭერა .თვალის ქუთუთოების შეშუპება. ცრემლდენა. თვალების წვა ან სიწითლე. კიდურების დასუსტება ან დამბლის შეგრძნება. კანის გაუხეშება. სავალდებულო არ არის, ყველა ჩივილი, ერთად იყოს. თირეოტოქსიკური კრიზი, ძალიან ჰგავს ინფარქტს. მომხდარა შემთხვევები, როცა ინფარქტის მკურნალობა დანიშნულა. ადამიანი აგზნებულია. მოხრჩობის გრძნობა აქვს. გულში ტკივილია. ტაქიკარდიაა. გახსოვდეთ-----------------------------------------მადის მომატება. უძილობა. გულმავიწყობა. წონის მატება ან კლება, ჭამის დოზის მიუხედავად--------დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის, ლატენტური ფორმის ნიშანია. სავალდებულო არ არის, ხელების კანკალი და თვალების გადმოცვენა. ჩვენი მედიცინის ზოგ რგოლში, პრობლემა ის არის, რომ ლატენტური და ატიპური ფორმების ძიება ,იშვიათად ხდება. ეს კი ,ადამიანებს აზარალებს. ზოგ ადამიანს, იმუნიტეტიც არ ყოფნის, კლასიკურად გამოხატოს დაავადება. ყველაფერი, უცებ არ გამოიხატება ანალიზებში. არ დადგინდება დღეს, ეძებეთ მომდევნო ეტაპზეც. დღევანდელი სიკვდილობა, იმუნიტეტის ვარდნა და უამრავი დაავადება, ყველა ასაკში, 90 პროცენტში ლატენტური ჩიყვის ანგარიშზე მოდის. მათ შორის, სტენტირებამდე მისული გულიც. პრაქტიკულად დაკვირვებული ექიმის თვალისთვის, ეს გლობალური საფრთხეა მოსახლეობის. რომელიც ეროვნული უბედურების რანგში, უნდა იყოს აყვანილი. ამის ზუსტი კონტროლი, ყველა რგოლში, ათასობით სიცოცხლეს დააზღვევდა და ჯანმრთელობას შეინახავდა. ამას სისტემური მიდგომა სჭირდება. მარტივად შეიძლება, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მაგრამ ,არ არის სათანადო კონტროლი და მიდგომები. არ არის გასიგრძეგანებული, ამ პრობლემის დამღუპველი მასშტაბები. თქვენს ირგვლივ, ნერვიული ადამიანები, ყველა, ჩიყვის პრობლემის მტარებლებია. ჯერ ლატენტურად. მაგრამ, ამის შეჩერება, ძალიან მარტივად შეიძლება. შემდეგ ისინი, მიდიან უამრავ პრობლემებამდე- ანევრიზმის ჩათვლით. ცოტა ჭამის მიუხედავად, წონა რომ მატულობს და ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება და სტეატოზები იწყება, ეს ჩიყვის ფონის გამოა ძალიან ხშირად. ხან არის, უშაქრო დიაბეტის, კლასიკური გამოვლინება. რაც ჩიყვის მკურნალობით გაივლის. რადგან, ცრუ უშაქრო დიაბეტია. ამიტომ, უშაქრო დიაბეტის მკურნალობამდე, ჩიყვის ფარული ფორმა, უნდა გამოირიცხოს. დაავადებების ცრუ სახით გამოვლინება, ძალიან ხშირია ლატენტური ჩიყვის ფონზე. ამიტომ, ვერ მორჩებიან ადამიანები ხშირად. უშვილობის მიზეზი, 80 პროცენტში, ლატენტური ჩიყვია. ქალური ორგანოების დაავადებების 80პროცენტში, მიზეზი ფარული ჩიყვია. ფარულმა ჩიყვმა, შეიძლება, ქალის ყველა ორგანო გადააგვაროს. ამერიკის ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტების გაერთიანების, ოფიციალური სამედიცინო დასკვნა , ხანგრძლივი კვლევების შედეგად-------------------------ქალს არ დაემართება, ქალური ორგანოების კიბო, თუ მას დარღვეული არა აქვს, იოდის ცვლა. ექიმების ამტანობაზე ვსაუბრობდით. ერთმა ექიმმა ქალმა ,მითხრა საუბარში, ისეთი ძლიერი ვარ, მიუხედავად პრობლემებისა, ზამთარში, გაუთბობელ ოთახში, მხოლოდ, ერთ პლედს ვიხურავ. ხან იმასაც არაო. ახლა ჩემი ძალიან მადლობელია. ვთხოვე, რომ ფარულ ჩიყვზე საფუძვლიანად გამოეკვლია. იყო 120 კილო. დაუდგინდა ფარული ,ტოქსიკური ჩიყვი. ახლა ნორმალურ წონაზეა. ადამიანები, რომლებიც ცივ ამინდში, საბნის გარეშე, კომფორტულად იძინებენ, ფარულ ჩიყვზე უნდა გამოიკვლიონ. შიშები თუ გაქვთ ან დეპრესია, დამამშვიდებლებს, ნუ დააშლევინებთ ღვიძლს. ჩიყვზე გამოიკვლეთ . თმის ცვენა ან ფრჩხილების გათხელება, თუ გაქვთ, ფარულ ჩიყვზე გამოიკვლიეთ. არა მარტო, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი ან გრეივსი ან ბაზედოვი ან ჩიყვის სხვა ფორმები, არამედ იოდის ცვლა თუ გაქვთ დარღვეული, ეს ფონია, რომელიც ანგრევს, ორგანიზმის ყველა სისტემას. პროსტატის ადენომის ჩათვლით, ყველა დაავადებას, უნდა ელოდო. რადგან ჩიყვი, ავტოიმუნური პროცესია. ავტოიმუნური პროცესის დროს, ორგანიზმის იმუნურ სისტემას, საკუთარი ორგანოები და ქსოვილები ეუცხოება. ვერ ცნობს საკუთარ უჯრედებს და უმოწყალო ბრძოლას უცხადებს. თავად , ორგანიზმი ანგრევს, საკუთარ თავს. იმუნური სისტემა, რომლითაც არსებობს ადამიანი, ამ შემთხვევაში, თავად ებრძვის საკუთარ ორგანიზმს. რისი შედეგიცაა, დღეს გავრცელებული, უამრავი დაავადებები. რომლებსაც, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ხშირად, იზოლირებულად მკურნალობენ, საწყისი, სათაო მიზეზის მოძებნის გარეშე. ამიტომ მიდის , დღეს, ამდენი ადამიანი-------------- გულის ოპერაციებამდე, პროსტატის ადენომის სიმსივნემდე, მოციმციმე არითმიამდე, ინფარქტამდე, ინსულტამდე, ანევრიზმამდე და სხვა უამრავ პრობლემამდე. სხვა თავებში, ჩიყვის სხვა ტიპებს განვიხილავ. მედიცინა, რომ ყველა რგოლში არ არის სათანადო დონეზე და ჩამორჩენილია, ეს ადამიანებს უბედურებად უბრუნდებათ. თბილისში, ამხანაგ ექიმს საუკეთესო ქალბატონს, რაღაც ვასწავლე. ასე უკეთეს შედეგს მიიღებდა. სიამოვნებით მომისმინა და მითხრა. მე ეს ცოდნა და მექანიზმები არ მჭირდება. ადაპტირებული ვარ. დიდი ხელფასები მაქვს. ბიზნესები მაქვს. ინსტიტუტში რომ გუგეშაშვილის თერაპია ვისწავლე, შემდეგ სამედიცინო წიგნი არ გადამიშლიაო. ჩართული ვარ ამ სისტემაში. რაღაც შედეგები არის. არავინაც არ ამოწმებს ამ დეტალებსო. ქარავანი მიდის. ცხოვრება ასეა, ზოგი მორჩება ზოგი ვერაო. შენ რომ მექანიზმები იცი და დეტალებში დასდევ პაციენტებს, მოხვალ ოდესმე ჩემს სიმდიდრესთანო? ჩამოთვალა ბინები თბილისში, აგარაკები და სხვა. მე კი ასე ვფიქრობ------- ღმერთმა ყველას მისცეს. მაგრამ, მე მინდა ადამიანებმა ,დიდხანს იცოცხლონ .მე პასუხისმგებლობის გრძნობა, მაზოხიზმამდე მაქვს. მედიცინას, დიდი კონტროლი სჭირდება. საქმე ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს. მედიცინის აკადემიურობა, კანონის დონეზე უნდა რეგულირდებოდეს. დანაშაულია, უვიც ტვინს ებაროს, ადამიანის სიცოცხლე. ამისთ

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია