სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივნისი 2020
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 03.06.2020 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, სამცხე-ჯავახეთში ორშაბათამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. რეგიონის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიკლებს. დღეს, სამ ივნისს ღამით მთელს რეგიონში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ახალციხეში და ასპინძაში ღამით +6, +8 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ხოლო ბორჯომში და ადიგენში ღამით +7, +9 გრადუსია ნავარაუდევი. ასევე ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდება ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, ღამით ჰაერის ტემპერატურა + 7, +9 გრადუსი იქნება. 4 და 5 ივნისს სამცხე–ჯავახეთში, დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ახალციხესა და ასპინძაში დღისით ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბორჯომსა და ადიგენში დღის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია +9, +11 გრადუსი. დროგამოშვებით იწვიმებს მაღალ მთაშიც, ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6, +8 გრადუსი იქნება. 6 და 7 ივნისს მთელს რეგიონში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. 6 ივნისს ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში დღისით ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9, +11 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაშიც. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22, +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი ნავარაუდევია +4, +6 გრადუსი.7 ივნისს დღისით ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში დღისით ჰაერი +29, +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9, +11 გრადუსამდე დაიწევს. +4, +6 გრადუსი შენარჩუნდება ღამის ტემპერატურა ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში, ხოლო დღისით +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. 8 ივნისიდან მთელს რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია