შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივნისი 2020
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.06.2020 ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეგოიანმა გვითხრა, რომ 44 წლის კოვიდინფიცირებული კაცი ყაურმაში ორი თანასოფლელის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. „სულ რაღაც დღე ნახევარი იყო ეს ადამიანი სოფელში, მაგრამ ორ გასვენებას დაესწრო“, - ამბობს ეგოიანი და ამატებს, რომ ინფიცირებულის ოთხი ოჯახის წევრი ახალციხის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.ადგილობრივები ამბობენ, რომ ინფიცირებული კაცი გასვენებაში ნამდვილად იყო, თუმცა მასთან ახლო კონტაქტი არ ჰქონიათ."ორივე გასვენებაში იყო მეც შემხვდა, მაგრამ ახლოს არ მივსულვარ", – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.ყაურმაში ამბობენ, რომ სოფლიდან რუსეთში სამუშაოდ ოთხი ადამიანი იყო წასული, ოთხიდან კოვიდინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. „რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ოთხივე კარანტინში იყო. 31 მაისს დაბრუნდა ეს კაცი [ინფიცირებული] ძმასთან ერთად, მეორე დღეს კარანტინიდან კიდევ ორი გამოუშვეს. 44 წლის კაცმა გვითხრა, საბუთი მაქვს და კორონა არ დამიდასტურდაო. ორივე გასვენებაში იმყოფებოდა. გასვენებიდან წასვლის შემდეგ ერთ საათში დაურეკეს და უთხრეს კორონა გაქვს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოვა და წაგიყვანენო“, – აცხადებენ ადგილობრივები.სოფელში ამბობენ, რომ გაურკვევლობაში არიან და არ იციან როგორ მოიქცენ.„კორონავირუსით ინფიცირებული კაცი ჩემი მეზობელია, ოჯახის წევრებმა საკარანტინო სივრციდან დამირეკეს და მითხრეს ძროხები მოგვიწველეო, არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება, მეშინია მეც არაფერი გადამედოს“.კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის კაცი, გუდაურის საკარანტინო სივრციდან ყაურმაში 31 მაისს დაბრუნდა. ორი დღის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სოფელში მერის წარმომადგენლის განცხადებით, საკარანტინო სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს.44 წლის კაცს განმეორებით ტესტირება ორ ივნისს გაუკეთეს, მას კორონავიურსი დღეს დაუდასტურდა.[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია