კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის გუბერნატორი არ ფლობს ინფორმაციას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივნისი 2020

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი არ არის ინფორმირებული, სახელდება თუ არა მისი კანდიდატურა რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე.

ამის შესახებ  knews.ge-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს, გუშინ ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით კიდევ ერთ ოლქში, რომელიც გურჯაანს, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღს მოიცავს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი განიხილება. knews.ge ინფორმაციის გადამოწმებას სონღულაშვილთან ცდილობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია