გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივნისი 2020

იტალიის ქალაქ ბარში ქართველი ემიგრანტი ნინო ნარუშვილი გარდაიცვალა.იგი იტალიაში 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინოს მეგობარი ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია წერს.

„ძალიან ცუდი დილა გათენდა. ჩვენი ნინო შორეულ იტალიაში გარდაიცვალა. საშინელი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს“,- წერს ჟურნალისტი.

ნინო ნარუშვილის ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში ცხოვრობს. მას სამი შვილი დარჩა. ოჯახის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია თუ რა გახდა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. სავარაუდო ვერსიად სიმსივნე სახელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია