გორში, სამების და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაზე 6 წლის ბავშვს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილს მღვდელი კოზმა მართავდა, რომელიც ჯერ ბორდიულს, მოგვიანებით კი ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
მცირეწლოვანი სასწრაფომ კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. ექიმ ლევან კობახიძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფეთხე არ ემუქრება.
,,ბავშვს ამბულატორიული დახმარება გაეწია და გაეწერა ბინაზე",-ამბობს ექიმი.