შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარელის მერს ერთი ადამიანის სამჯერ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივნისი 2020

მოქალაქე ქარელის მერს, ზაზა გულიაშვილს მისი უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. ანა ბალიაშვილის განცხადებით, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მერის დაკვეთითა და მისი უშუალო მონაწილეობით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისივე მტკიცებით, ეს უკვე მესამედ მოხდა. რაც შეეხება მიზეზებს, ბალიაშვილი ამბობს, რომ ეს მის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება. „ზაზა გულიაშვილს არ მივეცი შესაძლებლობა, რუისის სპორტული მოედანი რუსული კომპანიისთვის მიეცა", - აცხადებს ბალიაშვილი.  

„მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ იმ აქტივიზმში ჩართული, რომელიც უკავშირდება რუისის სპორტული მოედნის გასხვისებას რუსულ კომპანიასთან.  ჩვენ არ მივეცით ამის შესაძლებლობა ზაზა გულიაშვილს, რის გამოც მან გამოიყენა თავის გავლენები, ასევე თავისი გავლენიანი მფარველის გავლენები, იმისთვის რომ მე დამეტოვებინა სამსახური. ეს ხდება პირდაპირ ჩემს აქტიურობასთან დაკავშირებით, ეს არის ზაზა გულიაშვილის შურისძიება,  რომელმაც ვერ მაპატია ეს აქტივიზმი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, უკვე მესამედ ხდება ჩემს კარიერაში, როდესაც ზაზა გულიაშვილის უშუალო მონაწილეობით მატოვებინებენ სამსახურს“, - განაცხადა ანა ბალიაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია