შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში” ცვლილებები შევიდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივნისი 2020

მეწარმეებისთვის ხელშეწყობის გაძლიერებისთვის პროგრამაში „აწარმოე საქართველოში” ცვლილებები შევიდა. 

მეწარმეობის განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამის საქმიანობის სახეობები გაიზარდა და შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
,, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა.
გაიზარდა საქმიანობების სახეობები: პლასტმასის, სამშნებლო მასალების, მინერალური წყლების წარმოება და ლაბორატორიები.
თანადაფინანსების თვეების რაოდენობა, 24-დან 36 თვემდე გაიზარდა.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა თანამონაწილეობის პროცენტიც – რეფინანსირების განაკვეთს + 3%, ხოლო ლიზინგის საგნის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს + 5%”, – აცხადებენ სააგენტოში.

გაედა ამისა პროგრამაში ასევს იცვლება საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც.
,, პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება.
პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება.
ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში.
საკრედიტო – საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.

აღსანიშნავია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამის ცვლილებები:
ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებულ საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პრიორიტეტი ენიჭება: ქალ მეწარმეს, შშმ პირს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით სააგენტოს მომსახურების ცენტრს (1525) “, – განაცხადეს სააგენტოში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია