შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება - კალაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივნისი 2020

ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა გააკეთა. კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მხრიდან საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას ეხმაურება.

მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის განხილვაშიც "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არ მონაწილეობენ და მთავარ მოთხოვნად პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას აყენებენ, კალაძე დაწმუნებულია, რომ არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ ყველანი მოვახერხებთ საარჩევნოს სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხმება, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო, რაშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს და რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია