შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხვალიდან საქართველოში რესტორნები იხსნება - რა რეგულაციები იმოქმედებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2020

ხვალიდან დახურული საზოგადოებრივი კვების ობიექტები მუშაობას გააახლებენ. მათ გარვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის თქმით, დახურულ საზოგადოებრივ კვების შვედური მაგიდის გამოყენება იზღუდება, ხოლო გამოყენების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.

„იხსნება ყველა ტიპის რესტორანი, დახურულიც და ღიაც. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულია სტანდარტი, მაგალითად, შესაბამისი დისტანცია უნდა იყოს დაცული, ოფიციანტებს და მომსახურე პერსონალს უნდა ეკეთოს პირბადე, დეზინფექცია გახშირებული ტემპით უნდა ხდებოდეს. აკრძალულია ბართან კონტაქტი. ასევე იზღუდება შვედური მაგიდის გამოყენება, ხოლო გამოყენების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი." - განაცხადა ბექა ფერაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია