დღეს ოზურგეთში 41 გარადუსი სიცხე ატმოსფერულმა თერმომეტრმა დააფიქსირა, რაც ამ სეზონის რეკორდია. ბოლო წლებია, სეზონის ამ დროს ასეთი მაღალი ტემპერატურა არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო წინასწარ გვაფრთხილებს და მუდმივად ანახლებს ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე მოსალოდნელი ამინდის შესახებ, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი მაღალი ტემპერატურა ოზურგეთელებისთვის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოზურგეთში ხვალაც მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.