შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს–მ 26 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივნისი 2020
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს–მ 26 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.06.2020 საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმა 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი. ჯარიმის თანხა 26 463 000 ლარს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, საკარანტინო სივრცეში იძულებით 382 პირი გადაიყვანეს, ხოლო 144 – დაჯარიმდა საკარანტინო სივრცის დატოვების გამო.მგზავრობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა 1 406–ია , ხოლო მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში 430 პირი დაჯარიმდა. 1 850 ადამიანი დაჯარიმდა სამზე მეტი პირის თავშეყრისა და სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, კომენდანტის საათის დარღვევისთვის კი ყველაზე მეტი – 4 820 ჯარიმა გამოიწერა. მოქალაქეები დაჯარიმდნენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილებისთვისაც. შსს–მ ასეთი 27 ფაქტი გამოავლინა. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით 15 000 ლარიანი ჯარიმა, საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის 21 იურიდიულ პირს დაეკისრა. როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში შსს–მ ჯამში 26 463 000 ლარის ჯარიმა გამოწერა. საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლოში უკვე არაერთმა მოქალაქემ გაასაჩივრა, მათ შორის ახალციხეშიც. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია