შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობას ზეიმობს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2020
მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობას ზეიმობს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 07.06.2020 დღეს, 7 ივნისს, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა, გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე, „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდამყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი"...12 ივნისიდან პეტრე-პავლობის ერთთვიანი მარხვა დაიწყება, რომელიც 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია