შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2020
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 08.06.2020 დღეიდან, 8 ივნისიდან ქვეყანაში ტრანსპორტით საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა. ახალციხის სადგურებში მიკროავტობუსები დილიდან მგზავრებს ელოდებიან. ავტოსადგურში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაძვირდება. ახალციხეში თბილისის, ბათუმის და სხვადასხვა ქალაქის მიმართულებებით მოძრაობა უკვე შესაძლებელია. მძღოლებიც და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელიც გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე მგზავრობის გაძვირება არ იგეგმება. „გამოვედით უკვე ვმუშაობთ, თუმცა ჯერ მგზავრი არ მოსულა. ფასის გაზრდას არ ვაპირებთ, თან საწვავიც გაიაფებულია და რატომ უნდა გავაძვიროთ, ვიმუშავებთ როგორც ვმუშაობდით“,- გვითხრეს ახალციხის ავტოსადგურზე.სატრანსპორტო კომპანია „ჯეოტივის“ ხელმძღვანელის, ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაახლოებით ისეთივე რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, როგორიც მუნიციპალურ ტრანსპორტშია.ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სატრანსპორტო საშუალებებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები:საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებში, არ უნდა დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი;დასაქმებული უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სავარძლების თავის საყრდენის, თავის საყრდენი მოწყობილობისა და სავარძლების სამკლაურების დამუშავებას;ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია.აკრძალული რჩებარკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის. არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება.ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა (მათ შორის ერთი მძღოლია). მგზავრები ამ შემთხვევაში კვლავ უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ და ყველას პირბადე უნდა ეკეთოს;სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები.10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა.საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 23 მარტიდან შეჩერდა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია