სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყაურმაში თერმოსკრინინგი ჩატარდა, კორონავირუსზე ანალიზი 3 ადგილობრივს აუღეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2020
ყაურმაში თერმოსკრინინგი ჩატარდა, კორონავირუსზე ანალიზი 3 ადგილობრივს აუღეს მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 08.06.2020 ნინოწმინდაში, სოფელ ყაურმაში, იქ სადაც რამდენიმე დღის წინ კოვიდინფიცირებული იმყოფებოდა, 239 ადგილობრივს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს, აქედან სამს კორონავირუსზე გამოკვლევა უტარდება. ფოტო: ტელეკომპანია ფარვანადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ყაურმაში გუშინ, 7 ივნისს იმყოფებოდნენ. „თბილისდან იყვნენ ჩამოსულები და ჩვენი რეგიონის წარმომადგენელთან ერთად ჩაატარეს თერმოსკრინინგი. საჭიროდ ჩათვალეს, რომ სამი ადამიანისთვის ანალიზიც აეღოთ, თუმცა ვინ არიან ეს ადამიანები ვერ გეტყვით, არ შემიძლია“, - გვითხრა ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ტიგრან ეგოიანმა.მისივე თქმით, სამივე პირის ანალიზის პასუხი ხვალ, ცხრა ივნისს გახდება ცნობილი.გუდაურის საკარანტინო სივრციდან კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის კაცი სოფელ ყაურმაში 31 მაისს დაბრუნდა. იგი ორი დღის განმავლობაში სოფელში იმყოფებოდა, დაესწრო ორი ადგილობრივის დაკრძალვასაც. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ინფიცირებულს ოჯახის ოთხი წევრის გარდა, ურთიერთობა 10–მდე ადგილობრივთან ჰქონდა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.სოფელში მერის წარმომადგენელი, ეგორ თოროიანი კი ირწმუნება რომ 44 წლის კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.ამავე თემაზე:‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს – მერის წარმომადგენელისაკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე – კოვიდინფიცირებული[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია