შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის პარკში წლის ბოლომდე ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2020
ბორჯომის პარკში წლის ბოლომდე ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 08.06.2020 ბორჯომის ცენტრალური პარკი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება, როგორც პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ წლის ბოლომდე დამთვალიერებლები პარკში უფასოდ შევლენ. ბორჯომის პარკში ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „15 ივნისს ვაპირებთ ოფიციალურად პარკის გახსნას. რაც შეეხება გადასახადს, 2020 წლის ბოლომდე ყველა სტუმრისთვის შესვლა უფასო იქნება. ამ ეტაპზე ხდება როგორც ატრაქციონების ასევე ტერიტორიის მომზადება,“ – გვითხრა ბორჯომის პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კუჭუხიძემ. კორონავირუსის პრევენციის გამო, სამცხე–ჯავახეთში მარტის დასაწყისში ყველა მუზეუმ–ნაკრძალი დაიხურა. ერთადერთი იყო ბორჯომის პარკი, რომელიც ვიზიტორებისთვის არ დაკეტილა. პანდემიამდე პარკში შესვლა ბორჯომელებისთვის უფასო იყო, ხოლო საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის და უცხოელი ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენდა. სხვადასხვა სახის შეღავათებით სარგებლობდნენ სტუდენტები, მოსწავლეები და ომის ვეტერანები.[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია