შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ორი პირი დაჭრა - რა მოხდა წვეულებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2020

"ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ჭინჭარაულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ორი ადამიანი დაჭრა.

ადგილობრივების თქმით, "ოცნების" დეპუტატი, ისევე როგორც დაჭრილები დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდნენ და ერთმანეთს სწორედ მაშინ დაუპირიოსპირდნენ.

ჭინჭარაულს სცემეს, რის შემდეგაც მან სახლიდან დანა გამოიტანა და ძმებს სასტიკად გაუსწორდა.

დაზარალებულებს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. ისინი თავდაპირველად დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მათი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მთავარი არხის ინფორმაციით, გიორგი ჭინჭარაული თამაზაშვილებთან დაახლოებული პირია. იგი ლექსო თამაზაშვილის მეგობარია. წარსულში ჭინჭარაულს ოჯახის წევრის ცემასა და ხულიგნობას ედავებოდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია