გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სასწრფო" "სასწრაფოზე"მოდის"- ტემპერატურის მომატებამ ოზურგეთის საავადმყოფოებში რიგები შექმნა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2020

დღეს დილიდან ოზურგეთის "ავერსის" კლინიკაში უჩვეულო ხალხმრავლობაა.

როგორც "გურიის მოამბეს" ადგილიდან გვატყობინებენ, ხალხმრავლობა მაღალი სიცხეების გამო შექმნილმა პრობლემებმა გამოიწვია.

"დიდი რიგი დგას კლინიკის შესასვლელთან, პაციენტები სიცხისგან გამოწვეულ ჰაერის უკმარისობას, წნევებს და გულის პრობლემებს უჩივიან. სასწრაფო სასწრაფოზე მოდის და მოყავს უჰაერობით შეწუხებული ხალხი."- გვიყვება თვითმხილველი.

"წესების დაცვა, ხალხის სიმრავლის გამო გართულებულია, პირბადე კი უკეთია ყველას, მაგრამ სადეზინფექციო ხსნარის კონტეინერი ცარიელია."- ამბობს ერთ-ერთი რიგში მდგომი ქალბატონი.

შეგახსენებთ, ოზურგეთში გუშინ ატმოსფერულმა თერმომეტრმა 41 გრადუსი სიცხე დააფიქსირა. 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია